დინამო-ვიტ ჯორჯია 5:0 - სანახაობა ბოლო ოც წუთში

AutoSharing Option
მატჩს წინ წუთიერი დუმილი უძღვოდა - ავტოკატასტროფაში ფიფას მსაჯის, ლევან მიქელაძის ოჯახის წევრები დაიღუპნენ...

შეხვედრა კი მოსალოდნელი და ლოგიკური შედეგით დასრულდა. თუმცა პირველ ტაიმში "ვიტ ჯორჯია" "დინამოსთვის" წინააღმდეგობის გაწევასაც ახერხებდა და რეალური საგოლე მომენტიც გაუშვა ხელიდან. თითქოს ვეტერინართა განადგურებას არაფერი მოასწავებდა, მაგრამ შესვენების შემდეგ მასპინძლებმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს.

ტრავმირებული გიორგი ლორიას არყოფნაში "დინამოს" ესპანელმა ჩისკომ უკაპიტნა და ანგარიშიც მანვე გახსნა - საჯარიმო დარტყმა ოსტატურად შეასრულა და ვიტელთა მეკარე ბურთს ვერ შესწვდა.

სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობა ამის შემდეგაც დუშან უჰრინის
გუნდის მხარეზე იყო, თუმცა "ვიტ ჯორჯიას" წონასწორობის აღდგენა მაინც შეეძლო - 38-ე წუთზე ბესიკ ჩიმაკაძემ კარს ახლო მანძილიდან ააცილა.

"დინამომ" "ვიტ ჯორჯია" უშანსოდ 70-ე წუთზე დატოვა, როცა ჩისკომ თავისივე წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი გამოიყენა და დუბლი გაიფორმა.

ამის შემდეგ უკვე სხვების ჯერი დადგა. გიორგი მერებაშვილმა, რომელსაც მოედანზე ამჯერად მხოლოდ 16 წუთის გატარება მოუწია, დროის ექვსწუთიან მონაკვეთში დუბლი შეასრულა.

მერებაშვილმა ორივეჯერ საშუალო დისტანციიდან გაიტანა და საკმაოდ ეფექტურადაც, მაგრამ მატჩის ნამდვილი მშვენება გივი კვარაცხელიას გოლი იყო - "დინამოს" გამოცდილმა მცველმა "ვიტ ჯორჯიას" კარი "მაკრატელათი" დალაშქრა.

ასეთი ეფექტური გამარჯვებით დაიბრუნა საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა ჩემპიონატის ლიდერობა. "ვიტ ჯორჯიასთვის" კი ხუთბურთიანი მარცხი, მართალია, უსიამოვნოა, მაგრამ არც ტრაგედია უნდა იყოს - უმაღლეს ლიგაში დასარჩენად მებრძოლ ვეტერინარებს ქულათა მარაგის შევსება, უპირველესად, უშუალო კონკურენტებთან ჭიდილში მართებთ.

საქართველოს ჩემპიონატი. პრემიერლიგა. VI ტური
22.09. თბილისი. დინამო არენა. 300 მაყურებელი
დინამო-ვიტ ჯორჯია 5:0
1:0 ჩისკო (21), 2:0 ჩისკო (70. პენ.), 3:0 მერებაშვილი (76), 4:0 გ. კვარაცხელია (78), 5:0 მერებაშვილი (82)

დინამო ვიტ ჯორჯია
4-3-3 5-4-1
ზარქუა ნ. დაუშვილი
სეთურიძე ხურცილავა
გ. კვარაცხელია კასრაძე
ხიზანეიშვილი გეთიაშვილი
რეხვიაშვილი გოგიაშვილი
ტვილდიანი ღანიაშვილი
ალვარო კორიფაძე
ძარია ვასაძე
ჩისკო გურეშიძე
დვალი დავლაშელიძე
გლიშიჩი ჩიმაკაძე

მწვრთნელები:
დ. უჰრინი მ. კოჭლაშვილი

დინამო
74. დვალი - მერებაშვილი
79. ჩისკო - ვოსკობოინიკოვი
81. ტვილდიანი - ლექვთაძე
სათადარიგოები: სეფიაშვილი, გველესიანი, ნ. კვეკვესკირი, ჯიღაური

ვიტ ჯორჯია
57. დავლაშელიძე - ზაქრაძე
78. კასრაძე - ღიბრაძე
85. კორიფაძე - გაბრიჭიძე
სათადარიგოები: რეჭია, ტეტუნაშვილი, ჯავაშვილი, ჯუღელი

გაფრთხილება: დავლაშელიძე (16), ხიზანეიშვილი (66), ვასაძე (70), გურეშიძე (89)

არბიტრი: თ. გვანცელაძე

ტურის სხვა მატჩები
ტორპედო-დინამო (ბთ) 5:1 - ზედიზედ მესამედ ოთხბურთიანი სხვაობით
ზესტაფონი-დილა 0:1 - ვისთვის დილა, ვისთვის ღამე
ზუგდიდი-ჩიხურა 4:2 - ჯგირიე! უჯგირიე!
მეტალურგი-კოლხეთი 2:1 - განსხვავებული ტაიმები
მერანი-სიონი 1:0 - მარტვილელთა საშინაო ტრადიცია

სატურნირო ცხრილი

გუნდი
1. დინამო (თბ) 6 5 0 1 17-4 15
2. ტორპედო 6 5 0 1 17 4 15
3.
ჩიხურა 6 4 0 2 10-8 12
4. მეტალურგი 6 4 0 2 6-6 12
5. მერანი 6 3 0 3 4-8 9
6. ზუგდიდი 6 2 3 1 7-4 9
7. ზესტაფონი 6 2 1 3 5-4 7
8. დილა 6 2 1 3 7-7 7
9. სიონი 6
1
3
2 7-8 6
10. ვიტ ჯორჯია 6 1 2 3 2-8 5
11. კოლხეთი 6 0 2 4 2-12 2
12. დინამო (ბთ) 6 0 2 4 3-14 2

ბომბრდირები:
დვალი (დინამო) 4
ჩისკო (დინამო) 4
ჯიქია (სიონი) 4
ალვარო (დინამო) 3
ტატანაშვილი (მეტალურგი) 3
ოდიკაძე (ჩიხურა) 3
საბანაძე (ტორპედო) 3
კუხიანიძე (ტორპედო) 3

VII ტური
26 სექტემბერი, ოთხშაბათი
დინამო (ბთ)-მერანი
კოლხეთი-ტორპედო
დილა-მეტალურგი
ვიტ ჯორჯია-ზესტაფონი
ჩიხურა-დინამო (თბ)
სიონი-ზუგდიდი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
მაგრები ხართ რა მაყურებლის რაოდენობას რომ ვარაუდზე წერთ მინიმუმ 1500 კაცი იყო და 300 გიწერიათ თვლა მაინც არ იცით? თითო ტრიბუნა 1000 კაციანია და 300 კაცს როგორ წერთ
avto
13:10 24-09-2012
0
მართლა ნამუსი არ გაქვთ ბიჭო რა უბედურებაა ეს ლურჯებს შეხედეთ მაინც გადმოდით მწვანე ტრიბუნაზე და დაითვალეთ ხალხი ესე უაზროდ დაწერას სულ არ დაწეროთ აჯობებს 2000 კაცამდე იყო და 300 გიწერიათ
gio83
14:57 24-09-2012
0

სიახლეები პოპულარული