კობა კორჟიკაშვილი რუსთავის "მეტალურგიდან" მიდის

AutoSharing Option
რუსთავის "მეტალურგი", ფაქტობრივად, მთავარი მწვრთნელის გარეშეა დარჩენილი - კობა ჟორჟიკაშვილს მალე, ალბათ, ახალ გუნდში მოუწევს მუშაობა.

ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ორ ტურში "მეტალურგმა" ჯერ გორის "დილასთან" წააგო სტუმრად 0:3, მერე კი შინ "ვიტ ჯორჯიასთან" დამარცხდა 0:2.

"მეტალურგი" ახლა მეექვსე ადგილზეა.

რუსთავური გუნდი, რომელმაც წინა ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა, ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნეოდა ამ სეზონშიც, თუმცა რვა თამაშიდან ჩემპიონატში მხოლოდ ოთხი მოიგო და ამდენივე წააგო.

"თითქმის გადაწყვეტილია, რომ "მეტალურგს" დავტოვებ. როგორც მითხრეს, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა ჩემი მუშაობით", - გვითხ
რა ჟორჟიკაშვილმა.

და რა იყო "მეტალურგის" წარუმატებლობათა მიზეზი? ამ კითხვაზე ჟორჟიკაშვილმა ჯერ არ გვიპასუხა, როცა გუნდიდან ჩემს წასვლას წერტილი დაესმევა, ამაზე მერე ვისაუბროთო.

50 წლის ჟორჟიკაშვილს არაერთი გუნდი გაუწვრთნია, იყო საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების მთავარი მწვრთნელიც.

ვნახოთ, სად გააგრძელებს კარიერას ეს გამოცდილი სპეციალისტი. ისიც საინტერესოა, ვის დანიშვნას აპირებენ ჟორჟიკაშვილის შემცვლელად.

ამის თაობაზე "მეტალურგის" სპორტულ დირექტორ კახა კოპალეიშვილს მივმართეთ, რომელმაც გვითრა, რომ სავარაუდოდ 3 ოქტომბრისთვის იქნება ახალი ინფორმაცია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მეტალურგი-ვიტ ჯორჯია 0:2 - ვეტერინარებს მონდომება დაუფასდათ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული