რუსთავის "მეტალურგში" კობა ჟორჟიკაშვილს გიორგი ყიფიანი შეცვლის

AutoSharing Option
რუსთავის "მეტალურგს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - 34 წლის გიორგი ყიფიანი. კლუბი გუნდის ახალ თავკაცს 4 ოქტომბერს ოფიციალურად წარადგენს.

ყიფიანი მანამდე "ზესტაფონში" მუშაობდა გიორგი ჭიაბრიშვილის თანაშემწედ, "ზესტაფონამდე" კი ბოლნისის "სიონის" მწვრთნელიც გახლდათ.

ფეხბურთელობისას ყიფიანი უკვე იყო რუსთავური კლუბის წევრი, უთამაშია "სიონშიც", ქუთაისის "ტორპედოშოც" და "ვიტ ჯორჯიაშიც". ერთი-ორჯერ საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც იყო მიწვეული.

ყიფიანს უცხოეთშიც უთამაშია, რიგის "სკონტოში" და სხვადასხვა ებრაულ კლუბში. ერთი სიტყვით, ამ ახალგაზრდა სპეციალისტს მცირე თვალსაწიერი არ უნდა ჰქონდეს.

ყიფიანი "მეტალურგში" კობა ჟორჟიკაშვილს შეცვლის. ახალი მწვრთნელის ხელში "მეტალურგი"
პირველ მატჩს 7 ოქტომბერს ითამაშებს სტუმრად საჩხერის "ჩიხურასთან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კობა კორჟიკაშვილი რუსთავის "მეტალურგიდან" მიდის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული