უმაღლესი ლიგა: ქუთაისის "ტორპედომ" საჩხერის "ჩიხურა" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
20 ოქტომბერს საქართველოს 24-ე ჩემპიონატის დარჩენილი მატჩები გაიმართა, სადაც საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა "ზესტაფონმა" "ზუგდიდს" უმასპინძლა, ხოლო ქუთაისში "ტორპედომ" საჩხერის "ჩიხურა" მიიღო.

ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ანგარიში ქუთაისელმა ფეხბურთელებმა გახსნეს. მე-20 წუთზე გატანილი გოლის ავტორი გიორგი ბერიაშვილი გახდა.

საჩხერელებმა ანგარიშის გათანაბრება 37-ე წუთზე შეძლეს. დავით ოდიკაძის ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთს გაგა ჩცეტიანმა თავური დარტყმით უპასუხა. აღსანიშნავია, რომ მატჩის არბიტრმა "ჩიხურას" კარში აშკარა პენალტი არ დანიშნა.

თუმცა 56-ე წუთზე ტორპედოელებმა დაწინაურება ნიკა საბანაძის გოლით შეძლეს. 74-ე წუთზე კი საბანაძემ დუბლი გაიფრომა და მეტოქესთან სხვაობა
ორამდე გაზარდა (იხილეთ ვიდეო).

რაც შეეხება მეორე მატჩს, ზესტაფონელები მე-11 წუთზე ლევან შარიქაძემ დააწინაურა. საბოლოოდ შეხვედრა "მარგველთა" გამარჯვებით ანგარიშით 1:0 დასრულდა (იხილეთ ვიდეო).

სატურნირო ცხრილი
გუნდი
1 დინამო (თბ) 10 7 2 1 29-6 23
2 ტორპედო 10 7 1 2 24-8 22
3 დილა 10 6 1 3 16-7 19
4 ზესტაფონი 10 5 2 3 11-6 17
5 ჩიხურა 10 5 2 3 11-8 17
6 მეტალურგი 10 5 0 5 7-12 15
7 ზუგდიდი 10 3 5 2 10-7 14
8 მერანი 10 4 0 6 6-18 12
9 ვიტ ჯორჯია
10 3 2 5 8-14 11
10 დინამო (ბთ)
10 2 2 6 10-18 8
11 სიონი 10 1 4 5 9-18 7
12 კოლხეთი 10 0 3 7 4-20 3

ასევე იხილეთ:
გორის "დილამ" ზედიზედ მეექვსე გამარჯვება მოიპოვა
გია გეგუჩაძე: მეორე ტაიმში "ჩიხურა" მთლიანად დავჯაბნეთ

ლევან ფახკაძე: სამწუხაროდ კვლავ იყო არბიტრის უხეში შეცდომა
მკითხველის კომენტარები / 2 /
ზესტაფონი მეოთხეზეა და არა მეხუთეზე, უფრო ნაკლები ბურთი აქ გაშვებული ვიდრე ჩიხურას................ გაასწორეთ !!!!!
janorhus
10:07 21-10-2012
0
მადლობთ
janorhus
12:23 21-10-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული