ზუგდიდი-მეტალურგი 2:1 - რა მოხდა განმუხურში?

AutoSharing Option
"ლელოსთან" საუბარში საგულისხმო განცხადება გააკეთა "მეტალურგის" თავკაცმა გიორგი ყიფიანმა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ზოგადად, მსაჯების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს და მათზე საჯარო განცხადების გაკეთებას ყოველთვის ვერიდები, მაგრამ მიმაჩნია, რომ არ მაქვს მორალური უფლება, განმუხურში მომხდარ ფაქტს წავუყრუო და სათქმელი არ ვთქვა.

ბაკურ ნინუა და მისი ბრიგადა პირველ ტაიმში დაკისრებულ მოვალეობას თავს ნორმალურად ართმევდნენ, მეორე ნახევარში კი თამაშის სადავეები ხელიდან გაექცათ, რაც მათი ბრალი სულაც არ არის.

შესვენებისას მსაჯთა ოთახში გარეშე პირები შევიდნენ და ადგილი ჰქონდა მათ სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარას. ბუნებრივია, ამგვარი
სტრესით ნორმალურად ვერავინ იმსაჯებდა და მსაჯის ამდენი შეცდომაც სავსებით გასაგებია.

ხაზგასმით ვამბობ, რომ განმუხურში უსაფრთხოების ზომები დაცული არ იყო და კარგი იქნება, ჩემპიონატის ორგანიზატორები ამ ფაქტს გულისყურით თუ მოეკიდებიან. მსაჯებს კი ვურჩევ, თქვან სიმართლე და დაასახელონ ის პირები, რომლებიც მათზე ზემოქმედებას ცდილობდნენ.

ეს მატჩი ახალგაზრდა მსაჯებმა განსაჯეს და მათ მთელი გულით ვუსურვებ პროფესიულ წინსვლას. თუმცა მათ უნდა იცოდნენ, რომ ნებისმიერ საქმეში წარმატების აუცილებელი წინაპირობა სიმართლეა.

ამას გარდა, ერთ ფაქტსაც გავუსვამ ხაზს - მოედნის სიახლოვეს იდგა შავ ტანსაცმელში გამოწყობილი პიროვნება, რომელმაც ჩვენი შეტევისას მოედანზე განგებ შეაგდო მეორე ბურთი
და თამაში შეაფერხა.

ხაზგასმით ვაფიქსირებ იმასაც, რომ არ მივეკუთვნები იმ მწვრთნელების კატეგორიას, რომლებიც მარცხის მსაჯებზე გადაბრალებას ცდილობენ.

საუთარი გუნდის ნაკლოვანებებს ყველაზე უკეთ ვხედავ და მათი გამოსწორება ჩემი მოვალეობაა, თუმცა თვალს ვერც იმ ამაზრზენ ფაქტებზე დავხუჭავ, რაც ჩემი გუნდის მატჩს ახლდა.

შეიძლებოდა, შეხვედრისას მიმდინარე მოვლენები უმართავ პროცესებში გადაზრდილიყო, მაგრამ ჩემს ფეხბურთელებს ვთხოვე, პროვოკაციებს არ აჰყოლოდნენ და რადაც უნდა დასჯდომოდათ, მატჩი ბოლომდე ჩაემთავრებინათ.

დიდი იმედი მაქვს, განმუხურში მომხდარი ფაქტები არ მიიჩქმალება და ამ საქმეში გადამწყვეტი სიტყვა თვით მსაჯებს ეთქმით. ჩვენი კლუბიც ყველა მისაღები მეთოდით შეეცდება საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას".


კომენტარისთვის მივმართეთ "ზუგდიდის" დამრიგებელ ელგუჯა ქომეთიანსაც, რომელმაც საპირისპირო შინაარსის კომენტარი გააკეთა:

"ერთადერთი, რაც შემიძლია დაგიდასტუროთ, ის არის, რომ ზუგდიდელმა გულშემატკივრებმა მსაჯობით უკმაყოფილება გამოთქვეს, თუმცა ეს მიუღებელი ფორმებით არ გაუკეთებიათ.

მე არ ვიცი, ვინ შევიდა მსაჯთა ოთახში. როგორც გავიგე, იქ "მეტალურგის" წარმომადგენლები იმყოფებოდნენ".


საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XI ტური
27.10. განმუხური. ცენტრალური. 500 მაყურებელი
ზუგდიდი-მეტალურგი 2:1
0:1 სიხარულიძე (36), 1:1 გამეზარდაშვილი (48. პენ.), 2:1 ქობალია (55)

ზუგდიდი მეტალურგი
4-4-2 4-2-3-1
ძაგანია ბათიაშვილი
დ. ფოფხაძე გავაშელიშვილი
ს. თოდუა მახვილაძე
გამეზარდაშვილი ინწკირველი
რ. ონიანი სუხიაშვილი
სიხარულია დობროვოლსკი
ტყემალაძე რაზმაძე
დ. ბოლქვაძე ქავთარაძე
წურწუმია ი. მაისურაძე
გაბედავა გეწაძე
ქობალია სიხარულიძე

მწვრთნელები:
ე. ქომეთიანი გ. ყიფიანი

ზუგდიდი
71. სიხარულია - კოშკაძე
83. გაბედავა - გუგუჩია
86. წურწუმია - კუტალია

მეტალურგი
59. დობროვოლსკი - თექთურმანიძე
70. ქავთარაძე - ტატანაშვილი
86. მახვილაძე - ხაბელაშვილი

გაფრთხილება: რ. ონიანი (36), დ. ბოლქვაძე (41), სუხიაშვილი (47), გეწაძე (50), ინწკირველი (77)

არბიტრი: ბ. ნინუა

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
არ ვიცი ვინ შევიდაო? შევიდნენ ზუგდიდის მწვრთნელი და შავებში გადაცმული ე.წ. პოლიციელები და სტადიონის თანამშრომლები და მსაჯებს ბოლო სიტყვებით აგინეს, დააშინეს და გამოსვლისთანავე შეშინებულმა მსაჯმა პენალტი დანიშნა მეტალურგის კარში. მაგრამ, რა გინდა გააკეთო როცა ფეხბურთის ფედერაციიდან არის მიცემული მწვანე შუქი უზომო განუკითხაობას, რაც სტადიონებზე ხდება... ბოთლების სროლა სტადიონზე განმუხურში ვნახე პირველად... საერთოდ მოსახსნელია ეგ გუნდი ჩემპიონატიდან...
რუსთავის მეტალურგი
13:22 29-10-2012
0
კაი კაცოო, მოსახსნელი არა იხვის ტოლმა...რა უნდოდა მსაჯთა ოთახში თქვენს სპორტულ დირექტორს მეტალურგი ამიხსენი ერთი პირველი ტაიმის დასასრულს, რას არკვევდა? მსაჯთა შეცდომით მიიღო ზუგდიდმა თქვენგან გოლი..ან ყოფიანი ბლუყუნობს, რა პენალტი არ იყო დასანიშნი და ისე დადო მსაჯმა თუ მეორე გოლი არ უნდა ჩათვლილიყო. ის კი არ უჭირს მეტალურგს ახლა დინამოსთან ააქვს თამაში და დიდი ალბათობაა წააგებს, ხოოო ზუგდიდმა ტორპედოს თუ მოუგო უკვე 5 ქულით ასწრებს მეტალურგს, სიმწრის განცხადებაა ეგ
shako
19:06 29-10-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული