ლევან ყიფიანი: უკიდურესობაში არ უნდა გადავვარდეთ

AutoSharing Option
რა ბედი ელით სახელმწიფო სტრუქტურების (მუნიციპალიტეტებისა და სამინისტროების) მიერ დაფინანსებულ სპორტულ კლუბებს?

ამის შესახებ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა მორიგი განცხადება გააკეთა და საზოგადოებაში არსებული გაურკვევლობის გაფანტვა სცადა.

"სწრაფი გადაწყვეტილების მიღებას არ ვაპირებთ. შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროსთან საკონსულტაციო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც საკითხს შეისწავლის.

მესმის, რომ ასეთი გუნდების არსებობა ჩემპიონატს არაკონკურენტუნარიანს ხდის და სხვა გუნდების განვითარებას პრობლემას უქმნის, მაგრამ ლაპარაკია წამყვანი
კლუბების მომავალზე და ერთი უკიდურესობიდან მეორეში არ უნდა გადავვარდეთ.

ამიტომ ასაწონ-დასაწონი ბევრი გვაქვს. სწორედ ეს არის განხილვის
თემა და არა ის, რომ გუნდები შუა გზაზე დავშალოთ, დაფინანსება შევუწყვიტოთ და ჩემპიონატები ვაზარალოთ.

თავისთავად ცხადია, უწყებრივი ჩემპიონატები არასწორია და მსოფლიო პრაქტიკა ამაზე მიუთითებს, მაგრამ ჩვენთვის ეს ასპექტია მთავარი - საკუთრების ფორმა ისე უნდა შეიცვალოს, რომ არც სპორტი ვაზარალოთ და არც კლუბები. რეალობა სწორად უნდა აღვიქვათ და აქედან გამომდინარე ვიმოქმედოთ. ეს გზები მოსანახია და ის ფაქტიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამჟამად ქართული სპორტი გარდამავალ ეტაპზეა.

სხვათა შორის, საინტერესოა კლუბის შერეული ტიპის საკუთრების ფორმა. ასეთი მოდელი აპრობირებულია გერმანიაში: სახელმწიფო ინფრასტრუქტურას აშენებს და შემდეგ მმართველობაში კლუბს გადასცემს.

მაგრამ ამ ყველაფერს სპორტის კანონი უნდა არეგულირებდეს, რომელიც საქართველოში უნდა შეიცვალოს - დღეს მოქმედი კანონი ხომ 1996 წელს დაიწერა, მას შემდეგ კი უამრავი რამ შეიცვალა. გარემოს კი სწორედ კანონმდებლობა ცვლის",
- ამბობს ყიფიანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლევან ყიფიანი: სპორტი უფასო უნდა გახდეს
გორის "დილას" ექს-მეპატრონის სკანდალური განცხადება: გუნდი ძალით წამართვეს!
ლევან ფხაკაძე: ფეხბურთში ბიზნესს ასე თუ მოვიზიდავთ
სპორტი და პოლიტიკა - რა ელით დოტაციაზე მყოფ კლუბებს?
მკითხველის კომენტარები / 3 /
მერე მისცენ ბიზნესმენებს გარანტია,რომ აღარ წაართმევენ და არც მის საქმეებში ჩაერევიან და მიხედავენ,დინამოს ხო გამოუჩნდა პატრონი,მაგრამ არა გამოხტება ვინმე ჩინოვნიკი და გამზადებულს მოინდომებს.
giorgi
20:39 08-11-2012
0
ჰო ,ჰო მოვიცადოთ სეზონის ბოლომდე, მერე ვთქვათ ჩემპიონ გუნდს ხომ არ დავშლითო ,მერე ჯგუფურ ეტაოზეაო და ასე შემდეგ. არადა ,მარტვილის ფეხბურთელის შასემოვლო გადასახადიდან რატომ უნდა აიღოს ხელფასი გორის დილას ფეხბურთელმა?
luxuta
16:45 08-11-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული