არ არის ადვილი, ყველა თამაშზე ერთნაირი მოტივაციით რომ გახვიდე. დუშან უჰრინის გუნდსაც ეტყობოდა, რომ აკლდა ის შემართება, მოწინავე გუნდებთან მატჩის დროს რომ აქვს.
სტუმრებმა მხნედ დაიწყეს შეხვედრა. საგოლე კომბინაცია თორნიკე ბერიძემ დაიწყო, წერტილი კი ალექსანდრე ბაციკაძემ დასვა ახლო მანძილიდან.
ბათუმის "დინამოს" დრო სჭირდებოდა, რომ ეს უპირატესობა გაემყარებინა. ფორა გაუჩნდა, ოღონდაც დიდხანს ვეღარ შეინარჩუნა, მალევე გაუშვა გოლი: გიორგი მერებაშვილმა ჯარიმა შორეული ძელისკენ ჩააწოდა, მაღალი ბურთი გია
თბილისის "დინამოს" დამუშავებული აქვს ასეთი ტიპის სტანდარტული მდგომარეობა. პირველად არ მომხდარა, მაღალი ბურთი შორეული ძელისკენ რომ მიდის კვარაცხელიას მისამართით და ასეთი შეტევა გოლით რომ მთავრდება.
სტუმრები ხმალაძეს გოლმა გატეხა და "დინამომაც" გაილაღა. ჩისკომ ირაკლი ძარიას პასით წინ გაიყვანა თავისი გუნდი, მერე კი გლიშიჩი-ჩისკოს მოხდენილი კომბინაცია ჯაბა დვალმა დაასრულა გოლით.
ჩისკოს მალევე მართებდა ანგარიშის გაზრდა. შოთა მამინაშვილთან პირისპირ დარჩა, გადაავლო ბურთი მეკარეს, თუმცა სიზუსტემ უმტყუნა.
მასპინძლები არ ისვენებდნენ, სტუმრები ყრუ დაცვაში არ იჯდნენ. თუ რამ შესაძლებლობა მიეცემოდათ, იერიშის წამოწყებას ცდილობდნენ, მაგრამ ძალა აღმართს ხნავდა.
სტუმართა მცველთა შეცდომა კარგად გამოიყენა დვალმა და - 4:1. ტაიმი ისე დასრულდა, რომ ბათუმის "დინამო" უიმედო მდგომარეობაში ჩავარდნილს ჰგავდა, მაგრამ...
მეორე ტაიმი გია გურულის გუნდმა მოიგო, მასპინძელთა გამარჯვება სათუო შეიქნა. ნიკა დიასამიძის ფლანგური პასით ბერიძემ ჩამორჩენა ორ ბურთამდე შეამცირა, მერე კი ფლანგიდან ჯარიმა შეასრულა, ჩაწოდებულს ვერავინ შესწვდა და ბურთი კარში აღმოჩნდა - 4:3.
ბათუმელები იშტაზე მოვიდნენ. მოვლენების ასეთი განვითარება მასპინძელთათვის მოულოდნელი აღმოჩნდა.
სტუმრებს ანგარიშის გათანაბრების ჩინებული შესაძლებლობა ჰქონდათ - კარენ მაკარიანის გადაცემის შემდეგ ბერიძეს ახლოდან, ვარდნაში მართებდა გოლის გატანა, მაგრამ არაზუსტად დაარტყა.
ამის შემდეგ ბათუმის "დინამო" ხეირიანად აღარ დამუქრებია თბილისელთა კარს. უჰრინის გუნდმა კი ნელ-ნელა გამოაკეთა თამაში, რამდენიმე მწვავე შეტევა განახორციელა, შეხვედრის ბოლოს კი ჩისკომ ერთხელაც დაამწუხრა სტუმრები.
საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XIV ტური
11.11. 2012. დინამო არენა. 700 მაყურებელი
დინამო(თბ)-დინამო(ბთ) 5:3
გოლები: 0:1 ბაციკაძე (16, ცანავას პასით), 1:1 ხმალაძე (11, კვარაცხელიას პასით), 2:1 ჩისკო (19, ძარიას პასით), 3:1 დვალი (22), 4:1 დვალი (39, ჩისკოს პასით), 4:2 ბერიძე (50, დიასამიძის პასით), 4:3 ბერიძე (52), 5:3 ჩისკო (89)
დინამო(თბ) დინამო(ბთ)
4-4-2 4-4-2
ლორია მამინაშვილი
სეთურიძე დიასამიძე
გ. კვარაცხელია კილაძე
ხიზანეიშვილი ბაჯელიძე
გლიშიჩი თოთაძე
ალვარო ცანავა
ძარია ვარშანიძე
ხმალაძე ა. მუჯირი
მერებაშვილი მაკარიანი
ჩისკო ბერიძე
დვალი ბაციკაძე
მწვრთნელები:
დ. უჰრინი გ. გურული
დინამო(თბ)
72. ხმალაძე - კვეკვესკირი
84. დვალი - რობერტინიო
სათადარიგოები: ზარქუა, ტვილდიანი, ჯიღაური, ვოსკობოინიკოვი, გველესიანი
დინამო(ბთ)
72. ვარშანიძე - სიჭინავა
80. ცანავა - თევდორაძე
88. ბერიძე - ტიმჩიშინი
სათადარიგოები: აბუსელიძე, ცნობილაძე, ტაკიძე
გაფრთხილება: ჩისკო (58), ცანავა (70), მერებაშვილი (90)
მსაჯი: დ. სანოძე
მატჩის შემდეგ
გია გურული (დინამო, ბთ):
"დაძაბული თამაში გამოდგა, განსაკუთრებით, მეორე ტაიმი. ჩვენი სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ვფიქრობ, კარგი თამაში ვაჩვენეთ... ალბათ, მეტოქის მწვრთნელიც დამეთანხმება, რომ მისი გუნდი ასეთ წინააღმდეგობას არ ელოდა".
დუშან უჰრინი (დინამო, თბ):
"მეტოქის მიმართ უპატივცემულობის გამო გოლი გავუშვით; მერე კი, როცა ანგარიში 4:3 გახდა, ჩვენი ფეხბურთელები, ცოტა არ იყოს, ანერვიულდნენ, მაგრამ საქმე გამარჯვებამდე მივიყვანეთ. ჩვენ გზას მივყვებით, თითქოს ჩვევაში გვაქვს, რომ ბევრ გოლს ვიტანთ".
სხვა მატჩები
ზესტაფონი-ტორპედო 1:0 - რევანში იმერულად
სიონი-დილა 0:2 - აუღელვებელი გამარჯვება
ზუგდიდი-კოლხეთი 1:0 - მოგება გამოცდილებისა და ფიზიკური მომზადების ხარჯზე
მერანი-მეტალურგი 0:0 - პირველი ზავი
ჩიხურა-ვიტ ჯორჯია - შესაშური და დამაჯერებელი
სატურნირო ცხრილი
ა | გუნდი | თ | მ | ფ | წ | ბ | ქ |
1 | დინამო (თბ) | 14 | 10 |
3 | 1 | 41-13 | 33 |
2 | დილა | 14 | 10 |
1 | 3 | 24-8 | 31 |
3 | ზუგდიდი | 14 |
7 |
5 |
2 | 19-9 | 26 |
4 | ტორპედო | 14 |
8 |
2 |
4 |
29-13 | 26 |
5 | ჩიხურა | 14 |
8 |
2 |
4 |
21-14 |
26 |
6 | ზესტაფონი | 14 |
7 |
3 |
4 |
17-9 | 24 |
7 | მეტალურგი | 14 |
5 |
2 |
7 |
9-18 | 17 |
8 | ვიტ ჯორჯია | 14 |
4 |
3 |
7 |
10-20 | 15 |
9 | მერანი | 14 |
4 |
2 |
8 |
7-23 | 14 |
10 | სიონი | 14 |
3 |
4 |
7 |
11-22 |
13 |
11 | დინამო (ბთ) | 14 |
2 |
2 |
10 |
13-31 | 8 |
12 | კოლხეთი | 14 |
0 |
3 |
11 |
5-26 | 3 |
ბომბარდირები
დვალი (დინამო თბ) 12
ალვარო (დინამო თბ) 8
ჩისკო (დინამო თბ) 8
საბანაძე (ტორპედო) 7
XV ტური
17 ნოემბერი, შაბათი
ჩიხურა-მერანი
ვიტ ჯორჯია-სიონი
18 ნოემბერი, კვირა
დილა-ზუგდიდი
კოლხეთი-დინამო (თბ)
დინამო (ბთ)-ზესტაფონი
ტორპედო-მეტალურგი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
Dwak.
maspinZlebi anerviules...
11.11. 2012. dinamo arena. 700 mayurebeli
Ddinamo(Tb) – dinamo(bT) 5:3
0:1 bacikaZe (16, canavas pasiT), 1:1 xmalaZe (11, kvaracxelias pasiT), 2:1 Cisko (19, Zarias pasiT), 3:1 dvali (22), 4:1 dvali (39, Ciskos pasiT), 4:2 beriZe (50, diasamiZis pasiT), 4:3 beriZe (52), 5:3 Cisko (89)
dinamo(Tb) dinamo(bT)
4-4-2 4-4-2
loria maminaSvili
seTuriZe diasamiZe
g. kvaracxelia kilaZe
xizaneiSvili bajeliZe
gliSiCi ToTaZe
alvaro canava
Zaria varSaniZe
xmalaZe a. mujiri
merebaSvili makariani
Cisko beriZe
dvali bacikaZe
mwvrTneli mwvrTneli
d. uhrini g. guruli
dinamo(Tb)
72.xmalaZe – kvekveskiri
84. dvali – robertinio
saTadarigoebi: zarqua, tvildiani, jiRauri, voskoboinikovi, gvelesiani
dinamo(bT)
72. varSaniZe – siWinava
80.canava- TevdoraZe
88. beriZe – timCiSini
saTadarigo: abuseliZe, cnobilaZe, takiZe
gafrTxileba: Cisko (58), canava (70), merebaSvili (90)
msaji: d.sanoZe
stumrebma imdeni moaxerxes, rom ramdenime wuTi "dinamo” anerviules, sensaciis moxdenis jani ki aWarlebs ar aRmoaCndaT.
Aar aris advili, yvela TamaSze erTnairi motivaciiT rom gaxvide, duSan uhrinis gundsac etyoboda, rom aklda is SemarTeba, mowinave gundebTan matCis dros rom aqvs.
stumrebma mxned daiwyes Sexvedra, sagole kombinacia Tornike beriZem daiwyo, wertili ki aleqsandre bacikaZem dasva axlo manZilidan.
baTumis "dinamos" dro sWirdeboda, rom es upiratesoba gaemyarebina, fora gauCnda, oRondac did xans veRar SeinarCuna, maleve gauSva goli: giorgi merebaSvilma jarima Soreuli Zelisken Caawoda, maRali burTi gia kvaracxeliam moigo da levan xmalaZesac ar gasWirvebia angariSis gaTanabreba.
Tbilisis "dinamos” damuSavebuli aqvs aseTi tipis standartuli mdgomareoba, pirvelad ar momxdara, maRali burTi Soreuli Zelisken rom midis kvaracxelias misamarTiT da aseTi Seteva goliT rom mTavrdeba.
stumrebi xmalaZes golma gatexa da "dinamomac” gailaRa. Ciskom irakli Zarias pasiT win gaiyvana Tavisi gundi, mere ki gliSiCi-Ciskos moxdenili kombinacia jaba dvalma daasrula goliT.
Ciskos maleve marTebda angariSis gazrda, SoTa maminaSvilTan pirispir darCa, gadaavlo burTi mekares, Tumca sizustem umtyuna.
maspinZlebi ar isvenebdnen, stumrebi yru dacvaSi ar ijdnen, Tu ram SesaZlebloba miecemodaT, ieriSis wamowyebas cdilobdnen, magram Zala aRmarTs xnavda.
stumarTa mcvelTa Secdoma kargda gamoiyena dvalma da - 4:1. taimi ise dasrulda, rom baTumis "dinamo" uimedo mdgomareobaSi Cavardnils hgavda, magram...
meore taimi gia gurulis gundma moigo, maspinZelTa gamarjveba saTuo Seiqna. Nnika diasamiZis flanguri pasiT beriZem CamorCena or burTamde Seamcira, mere ki flangidan jarima Sesarula, Cawodebuls veravin Seswvda da burTi karSi aRmoCnda – 4:3.
baTumelebi iStaze movidnen, movlenebis aseTi ganviTareba maspinZelTaTvis moulodneli aRmoCnda.
Stumrebs angariSis gaTanabrebis Cinebuli SesaZlebloba hqondaT – Kkaren makarianis gadacemis Semdeg beriZes axlodan, vardnaSi marTebda golis gatana, magram arazustad daartya.
Aamis Semdeg baTumis ”dinamo" xeirianad aRar damuqrebia TbiliselTa kars, uhrinis gundma ki nel-nela gamoakeTa TamaSi, ramdenime mwvave Seeteva ganaxorciela, Sexvedris bolos ki Ciskom erTxelac daamwuxra stumrebi.
matCis Semdeg
gia guruli(dinamo, bT): "daZabuli TamaSi gamodga, gansakuTrebiT meore taimi. Cveni saturniro mdgomareobidan gamomdinare vfiqrob, kargi TamaSi vaCveneT.. albaT metoqis mwvrTnelic dameTanxmeba, rom misi gundi aseT winaRmdegobas ar eloda."
duSan uhrini(dinamo, Tb): "metoqis mimarT upativcemulobis gamo goli gavuSviT, mere ki, roca angariSi 4:3 gaxda, Cveni fexburTelebi, cota ar iyos, anerviuldnen, magram saqme gamarjvebamde miviyvaneT. Cven gzas mivyvebiT, TiTqos CvevaSi gvaqvs, rom bevr gols vitanT.":
daviT TavarTqilaZe