თუმცა ამჯერად ერთ კონკრეტულ კლუბში შექმნილ მდგომარეობაზე უნდა მოგახსენოთ. საქმე ზუგდიდის "ბაიას" ეხება, რომელმაც, ჩვენი პირველობის საზომებით, ჩემპიონატის დაწყებამდე კარგი ფეხბურთელები გადაიბირა და მიზნებიც ამბიციური დაისახა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, სწორედ ზუგდიდელთა კლუბის თავდამსხმელი გია მეგრელაძეა ბომბარდირთა დავაში ლიდერი. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ "ბაიას" პოტენციურ სპონსორად ჯერ
თუმცა ფაქტია - ზუგდიდის "ბაიას" დღემდე არ ჰყავს კერძო მეპატრონე, ხან ვინ შეეწევა კლუბს და ხან - ვინ. თუმცა როგორც გავიგეთ, ბოლო დღეებია, ამ კლუბში ვითარება საგანგაშო გახდა. ჩვენი ინფორმაციით, გუშინ და გუშინწინ, 11 და 12 ოქტომბერს "ბაიას" არ უვარჯიშია. უფრო მეტიც, კლუბში ფეხბურთელები არ გამოჩენილან, ისინი მშობლიურ ქალაქებსა და ოჯახებს დაუბრუნდნენ.
მიზეზი? - რა თქმა უნდა, ფინანსები. მოთამაშეებს კუთვნილი თანხა არ მიუღიათ და ამ ფორმით გამოხატეს პროტესტი. ბუნებრივია, ვითარებაში გარკვევას შევეცადეთ და ფეხბურთელებთან დაკავშირება გადავწყვიტეთ, მაგრამ წუხელ, დროის სიმცირის გამო, ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. სარწმუნო წყარომ კი დაბეჯითებით გვითხრა - ორი დღეა "ბაიაში" საწვრთნელი პროცესი არ მიმდინარეობსო. მოთამაშეებთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ და გუნდის მთავარ მწვრთნელ ელგუჯა ქომეთიანს შევეხმიანეთ. ზუგდიდელთა გუნდის თავკაცმა ჩვენი ინფორმაციის რეალობა დაადასტურა.
"სამწუხაროდ, ასეა. ორშაბათს და სამშაბათს გუნდს არ უვარჯიშია. ვარჯიშს როგორ ჩავატარებდით, როცა ფეხბურთელები გუნდის ბაზაზე არ არიან, შინ წავიდნენ და არ გამოჩენილან. მიზეზი ფინანსების მიუღებლობაა. ხელფასები აღებული აქვთ, პრემიალურები აქვს მისაღები. 10 ოქტომბერს ვერ მიიღეს მოთამაშეებმა ეს თანხა და ბაზა დატოვეს. კუთვნილ თანხას რომ ვერ მიიღებ გულდასაწყვეტია და არ უნდა ხდებოდეს, მაგრამ ფებურთელების საქციელს ეს ვერანაირად ვერ ამართლებს".
როგორც ჩანს, ჯერ კიდევ გასარკვევია თუ როდის მიიღებენ ფეხბურთელები კუვნილ თანხას. თუმცა "ბაიას" თავკაცი იმედს არ კარგავს. უფრო მეტიც, საწვრთნელი პროცესის განახლებას ქომეთიანი დღეს ელის.
"ფეხბურთელებთან მქონდა საუბარი და მათ ოთხშაბათს ველოდებით ბაზაზე. კლუბს პრტეზიდენტი საქმის კურსშია და ამ პრობლემის მოგვარებაზე რამდენიმე დღეა მუშაობს. ჯერჯერობით ვერავინ იტყის, თუ როდის მიიღებენ მოთამაშეები კუთვნილ თანხას, მაგრამ არ დაეკარგებათ.
იმედი მაქვს ოთხშაბათ საღამოს ფეხბურთელები ბაზაზე დაბრუნდებიან და ვარჯიშს ჩავატარებთ".
სარწმუნო წყაროს ცნობით, ფეხბურთელები (ყველა თუ არა ერთი ნაწილი მაინც) თანხას სანამ არ მიიღებს თამაშზე გასვლას არ აპირებს. "ბაიას" თავკაცს ამაზეც დავეკითხეთ.
"იმედს არ ვკარგავთ, რომ ოთხშაბათიდან ჩვენს გუნდში საწვრთნელი პროცესი ისევ აღდგება. არ მინდა დავიჯერო, რომ ვარჯიშს რომელიმე ფეხბურთელი გამოაკლდება. ვინც მოვა და ივარჯიშებს, უახლოს ტურშიც ის ითამაშებს".
ელგუჯა ქომეთიანს კლუბის კერძო მფობელობაში გადაცემაზეც ჩამოვუგდეთ სიტყვა.
"კლუბის პოტენციურ მეპატრონეს სხვადასხვა კომპანიები დასახელდა, მაგრამ ფაქტია, დღემდე არ გვყავს ახალი მფლობელი. ზუგდიდში ფეხბურთი უყვართ. იმედი მაქვს ჩვენს კლუბს ძლიერი მეპატრონე ეყოლება. ეს საკითხი რაცშეიძლება მალე უნდა გადაწყდეს. კარგი შემადგენლობა გვყავს და მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ".
უახლოესი, მე-10 ტურის მატჩი "ბაიას" "სიონთან" სტუმრად უწევს. თუმცა ჯერჯერობით კვლავაც ძნელი სათქმელია ჩავა თუ არა "ბაია" ბოლნისში ან ჩავა თუ არა სრული შემადგენლობით, ფეხბურთელების გამოკლების გარეშე. ზუგდიდელთა მწვრთნელ ოპტიმისტურად არის განწყობილი და ვნახოთ...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"