დინამო-დილა 3:0 - საჩემპიონო განაცხადი [VIDEO]

AutoSharing Option
უშეღავაღო ბრძოლა, რომელსაც ამდენი ხანი მოუთმენლად ველოდით, არ შედგა - "დილამ" "დინამოს" წინააღმდეგობა, ფაქტობრივად, ვერ გაუწია და დედაქალაქელებმა ტურისა და ჩემპიონატის პირველი ეტაპის ცენტრალური მატჩი ერთი ამოსუნთქვით და ძალიან ეფექტურად მოიგეს.

"დინამოს" უკვე შეგვიძლია მივულოცოთ "ზამთრის ჩემპიონის" წოდება.

დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს - სეზონის დასრულებამდე ჯერ ძალიან დიდი დროა და უმთავრესი ბატალიები წინ გველის. თუმცა ისიც ფაქტია, რომ დღეისთვის "დინამო" საქართველოს საუკეთესო კლუბია, რაც გასულ შაბათს შთამბეჭდავი ფეხბურთით დაამტკიცა.

"დილა" უმთავრეს კონკურენტთან დაპირისპირებას 11-მატჩიანი გამარჯვებათა სერიით შეხვდა, რომელსაც სათავე სწორედ
"დინამოს" ძლევით დაედო. თუკი გორში "დილას" უპირატესობა არ იწვევდა ეჭვს, ამჯერად კარდინალურად განსხვავებული სურათი ვიხილეთ, დუშან უჰრინის გუნდმა ნამდვილი საჩემპიონო ფეხბურთით სტუმრებს შანსი არ დაუტოვა, მოედანზე მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდა და კიდევ უფრო სოლიდური სხვაობით გამარჯვებაც შეეძლო.

შეხვედრაში, რომელსაც საქართველოს ჩენპიონატების ისტორიაში პირველად გაუძღვა ექვსი მსაჯი, მასპინძლები სწრაფი გოლით დაწინაურდნენ - გიორგი სეთურიძის ფლანგურ გარღვევას ჩაწოდება მოჰყვა, რომელსაც გიორგი მერებაშვილი გამოეხმაურა და ბურთი ერთი შეხებით გადაგზავნა "დილას" კარში.

თავიდანვე აღვნიშნოთ, რომ მერებაშვილი მოედანზე საუკეთესო იყო. "დინამოს" გამარჯვებაში კი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ორივე მარჯვენაფლანგელმა მცველმა - სეთურიძემ და მისმა შემცვლელმა არჩილ ტვილდიანმა.

Sportall.Geდედაქალაქელები ამას არ დასჯერდნენ და საკუთარი უპირატესობის გაზრდაზე ზრუნვა განაგრძეს - მე-16 წუთზე ჯაბა დვალის დარტყმა კარის ხაზიდან გიგა ბეჭვაიამ გამოიტანა, 39-ეზე კი მერებაშვილს შეეძლო დუბლის შესრულება.

"დინამოს" 10-იანი მეკარესთან პირისპირ გავიდა და მას ეფექტურად გადაუგდო ბურთი თავზე, მაგრამ სიზუსტემ ოდნავ უმტყუნა - ბურთი "დილას" კარის ხარიხას მოხვდა. ტაიმის ბოლოს ოთარ ხიზანეიშვილის დარტყმა მარინ სკენდერმა კუთხურზე მოიგერია.

არც შესვენებამდე და არც შეხვედრის მეორე ნახევარში გორელებს მეტოქის კართან ერთი რეალური საგოლე მომენტიც არ შეუქმნიათ.

"დინამო" ერთბურთიანი უპირატესობით დაკმაყოფილებას არ აპირებდა და მიზანსაც მალე მიაღწია. ჯერ მერებაშვილს არ გაატანინა სკენდერმა, თუმცა ტრავმირებული სეთურიძის ნაცვლად შესულმა ტვილდიანმა ძლიერი დარტყმით ბურთი გორელთა კარის ბადეში გაახვია.

ამის შემდე გიორგი კახელიშვილმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და, ფაქტობრივად, "დინამოს" გამარჯვებაც იქვე გაფორმდა.

უჰრინის გუნდი არ მოდუნებულა და ყველაფერი გააკეთა სამისოდ, რომ კიდევ უფრო სოლიდური სხვაობით გაემარჯვა. მიზანთან ახლოს კვლავ მერებაშვილი იყო, რომელსაც მეკარემ არ გაატანინა. გიორგიმ დუბლი ვერ შეასრულა, მაგრამ საგოლე გადაცემის ავტორი გახდა - მის ჩაწოდებას ლევან ხმალაძე გამოეხმაურა და თავური დარტყმით შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მსაჯმა ძირითად დროს სამი წუთი დაამატა და სწორედ დროის ამ მონაკვეთში მოხდა მატჩის ერთადერთი კონფლიქტი - ხიზანეიშვილი ბრაზილიელ ლეონარდოს გამოეკიდა, როგორც ამბობენ, შეფურთხების გამო. ლეონარდომ ხიზანეიშვილს გაასწრო, არბიტრმა კი ორივეს წითელი ბარათი უჩვენა.

Sportall.Geყველაზე კარგად თვით დინამოელებმა იციან, რამხელა მონდომება დასჭირდებათ მდევართან ხუთ ქულამდე გაზრდილი უპირატესობის შესანარჩუნებლად და საინტერესოა, როგორ წარმოაჩენს თავს ერთპიროვნული ლიდერი უახლოეს ტურებში.

"დილას" კი, რა თქმა უნდა, ამ მარცხით საჩემპიონო შანსები არ დაუკარგავს, მაგრამ ისიც გამოჩნდა, რომ გუნდში არსებული დიდი კონკურენციის მიუხედავად, გორელთა შემადგენლობას გაძლიერება სჭირდება.

ერთი სიტყვით, სეზონის ყველაზე საინტერესო ეპიზოდები წინ გველის, თუმცა ფაქტია, რომ ამ მატჩის შედეგმა ძალთა ბალანსი შეცვალა.

მატჩის შემდეგ
დუშან უჰრინი ("დინამო"):
"დამაჯერებლად გავიმარჯვეთ, რითაც ძალიან გახარებული ვარ. ჩემპიონობამდე ჯერ შორია, მაგრამ საჩემპიონო გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით. კარგია, რომ მდევართან უპირატესობა ხუთ ქულამდე გავზარდეთ. გიორგი რეხვიაშვილის განაცხადში არყოფნა შიდა საკლუბო მიზეზებს უკავშირდება, გიორგი სეთურიძის ტრავმა კი, როგორც ჩანს, სერიოზულია".

გიორგი დარასელია ("დილა"):
"ეს იყო ჩემი პირველი მარცხი ქართულ სამწვრთნელო კარიერაში. ფაქტია, რომ "დინამომ" გვაჯობა და დამსახურებულად გაიმარჯვა. რაც შეეხება მატჩის მიწურულს მომხდარ კონფლიქტს, ამ ამბავს აუცილებლად გავარკვევთ და სათანადო ზომებსაც მივიღებთ".

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XVI ტური
24.11. თბილისი. დინამო არენა. 1 000 მაყურებელი
დინამო-დილა 3:0
გოლები: 1:0 მერებაშვილი (4. სეთურიძის პასით), 2:0 ტვილდიანი (55. ჩისკოს პასით), 3:0 ხმალაძე (86. მერებაშვილის პასით)

VideoSportall.Ge
დინამო - დილა 3:0


დინამო დილა
4-2-3-1 4-2-3-1
ლორია სკენდერი
სეთურიძე შ. კაშია
გ. კვარაცხელია გ. ონიანი
ხიზანეიშვილი თომაშვილი
გლიშიჩი კვირკველია
ძარია გვალია
ხმალაძე ბეჭვაია
ალვარო კახელიშვილი
ჩისკო ლეონარდო
მერებაშვილი ს. გურული
დვალი მოდებაძე

მწვრთნელები:
დ. უჰრინი გ. დარასელია

დინამო
46. სეთურიძე - ტვილდიანი
87. დვალი - ნ. კვეკვესკირი
89. ალვარო - რობერტინიო
სათადარიგოები: ზარქუა, გველესიანი, პარუნაშვილი, ვოსკობოინიკოვი

დილა
46. გვალია - არზიანი
66. მოდებაძე - სალუქვაძე
75. ონიანი - ჟუნიორი
სათადარიგოები: შეყრილაძე, კლიმიაშვილი, ახალკაცი, გორელიშვილი

გაფრთხილება: კახელიშვილი (57), ხმალაძე (72), ალვარო (74), ლორია (90)

გაძევება: კახელიშვილი (63), ხიზანეიშვილი (90), ლეონარდო (90)

არბიტრი: ლ. სილაგავა

ტურის სხვა მატჩები
მერანი-ტორპედო 3:0 - მარტვილელთა პასუხი: დროულიც და დამაჯერებელიც [VIDEO]
ზესტაფონი-კოლხეთი 2:1 - ჩემპიონს აუტსაიდერთან გაუჭირდა [VIDEO]
სიონი-ჩიხურა 0:3 - საჩხერელთა წარმატებული სერია [VIDEO]
მეტალურგი-დინამო (ბთ) 2:1 - როცა ყველა მატჩი ფინალია
ზუგდიდი-ვიტ ჯორჯია 2:0 - სამი ქულა უხერხულ მეტოქესთან

სატურნირო ცხრილი

გუნდი
1 დინამო (თბ) 16 12
3
1
46-13
39
2 დილა 16 11
1
4
27-11
34
3 ჩიხურა 16
10
2
4
25-14
32
4 ტორპედო 16
9
2
5
30-16
29
5 ზუგდიდი 16
8
5
3
21-12
29
6 ზესტაფონი 16
8
4
4
22-13
28
7 მეტალურგი 16
6
2
8
11-20
20
8 მერანი 16
5
2
9
10-24
17
9 ვიტ ჯორჯია 16
4
4
8
10-22
16
10 სიონი 16
3
5
8
11-25
14
11 დინამო (ბთ) 16
2
3
11
17-36
9
12 კოლხეთი 16
0
3
13
6-30
3
ცხრილი შედგენილია GFF.GE-ს მიხედვით

ბომბარდირები
დვალი (დინამო თბ) 12
ალვარო (დინამო თბ) 9
ჩისკო (დინამო თბ) 9
საბანაძე (ტორპედო) 7

მომდევნო, XVII ტური
28 ნოემბერი. ოთხშაბათი
სიონი-მერანი
ჩიხურა-ზუგდიდი
კოლხეთი-მეტალურგი
დინამო (ბთ)-ტორპედო
ვიტ ჯორჯია-დინამო (თბ)
დილა-ზესტაფონი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
თან აუცილებლად დაცვითი სტილი უნდა ეტამასათ პირველი ნახევარი მაინც, დილა ნამდვილად არ იმსახურებდა 3-0 ს.
bibo
11:21 26-11-2012
0
დარასელიას არზიანი, სალუქვაძე და ჟუნიორი რო სასტავი ეტამაშებინა ამ შედეგს არ მივირეწბდით.
bibo
11:08 26-11-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული