ზუგდიდი-ვიტ ჯორჯია 2:0 - სამი ქულა უხერხულ მეტოქესთან

AutoSharing Option
24 ნოემბერს საქართველოს ჩემპიონატის XVI ტურის მატჩში "ზუგდიდმა" "ვიტ ჯორჯიას" უმასპინძლა და წინა ტურში გორის "დილასთან" განცდილი მარცხის შემდეგ ხასიათი გამოიკეთა - ზუგდიდელებმა მორიგი 3 ქულა მიითვალეს.

განმუხურში გამართულ შეხვედრაში ზუგდიდელები ონიანმა პირველსავე ტაიმში დააწინაურა, მეორე ტაიმში კი სიხარულიამ ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა.

მატჩის შემდეგ გუნდების თავკაცებმა კომენტარები გააკეთეს.
ელგუჯა ქომეთიანი ("ზუგდიდი"):
"ბოლო წლებში "ვიტ ჯორჯია" ჩვენთვის უხერხულ მეტოქედ იქცა და ამ თამაშზეც ვფრთხილობდით, მაგრამ ჩვენმა ფეხბურთელებმა მატჩი ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეს და ვულოცავ მათ ამ გამარჯვებას.

წინ რთული მატჩები
გვაქვს დარჩენილი და ვეცდებით, ამ შეხვედრებშიც მაქსიმუმი გავაკეთოთ"
.

მერაბ კოჭლაშვილი ("ვიტ ჯორჯია"):
"ზუგდიდი" გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია და ასეთ რთულ თამაშს ველოდით კიდეც, მაგრამ მაინც დასანანია მეორე გოლი, რომელიც მეორე ტაიმის დასაწყისშივე ჩვენი შეცდომის შედეგად მივიღეთ.

თუმცა ვაღიარებ იმასაც, რომ მეტოქემ დამსახურებულად მოიგო და მას წარმატებებს ვუსურვებ".


საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XVI ტური
24.11. განმუხური. ცენტრალური. 700 მაყურებელი
ზუგდიდი-ვიტ ჯორჯია 2:0
გოლები: 1:0 რ. ონიანი (33), 2:0 სიხარულია (49)

ზუგდიდი ვიტ ჯორჯია
4-2-3-1 5-4-1
ძაგანია ნ. დაუშვილი
ს. თოდუა ხურცილავა
აფაქიძე გოგიაშვილი
გამეზარდაშვილი კასრაძე
რ. ონიანი გეთიაშვილი
ტყემალაძე ჯავაშვილი
კუტალია ვასაძე
სიხარულია გურ. გურეშიძე
დ. ბოლქვაძე დავლაშელიძე
კოშკაძე კორიფაძე
გაბედავა გაბრიჭიძე

მწვრთნელები:
ე. ქომეთიანი მ. კოჭლაშვილი

ზუგდიდი
86. კუტალია-ფარჯიკია
90. ტყემალაძე-წურწუმია
90. კოშკაძე-ეხვაია
სათადარიგოები: მერლანი, აკობია, აქუბარდია, კუკავა

ვიტ ჯორჯია
62. კორიფაძე-ე. ლობჯანიძე
66. ვასაძე-ღიბრაძე
71. გურეშიძე-ჯუღელი
სათადარიგოები: რეჭია, ტეტუნაშვილი, ადამაძე, კუხალეიშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული