"სამწუხაროდ, ჩვენთან ისევ კატასტროფული ვითარებაა. ფინანსები ისევ არ ჩანს და სამწუხაროდ, საიმედოც არაფერი ისმის. ძირითადი გუნდის ფეხბურთელები კლუბში არ მოსულან და დუბლებს ვავარჯიშებთ. მეკარე და 4 ფეხბურთელი გვყავს, რომლებიც აქამდე ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშობდნენ. მთავარი გუნდის ფეხბურთელები ერთმანეთს სოლიდარობას უცხადებენ და არც ერთი გამოჩენილა. რეგიონალლიგის კლუბიდანაც დავიმატეთ მოთამაშეები. ერთი სიტყვით, ვითარება ისევ საგანგაშოა. თუმცა ტურს ვერ ჩავაგდებთ, სხვა გზა არ გვაქვს - კვირას ბოლნისში დუბლებით მოგვიწევს თამაში. ზუგდიდში ფეხბურთი უყვართ და იმედს არ ვკარგავთ, რომ მხარში დაგვიდგებიან, თორემ ახალბედა ფეხბურთელებით სასურველ შედეგს ვერ მივაღწევთ".
ზუგდიდელთაგან განსხვავებით, "კოლხეთში" უკეთესი მდგომარეობაა, მაგრამ ეგ არის, რომ საპორტო ქალაქის გუნდმა მხოლოდ ერთჯერადი დახმარება მიიღო, შესაბამისად, თავის დამშვიდებაც ნაადრევია.
"ერთი თვის დავალიანების დაფარვას დაგვპირდნენ. ადგილობრივი ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის დახმარებით გარკვეული თანხა გამოინახა და დღეს-ხვალ დარიგდება. გუნდი სრული შემადგენლობით შევკრიბეთ და საწვრთნელი პროცესი განვაახლეთ. დისკვალიფიკაცია უკვე მოიხადეს და "სამტრედიასთან" 16 ოქტომბრის გასვლით მატჩში უკვე შეუძლიათ თამაში მცველებს - ოლეგ გველესიანსა და მიხეილ მახვილაძეს. თუმცა ფეხბურთელებს კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში არ უვარჯიშიათ და ჩვენს უახლოეს მატჩებს ეს ალბათ დაღს დაასვამს. გუნდები სანაკრებო პაუზას მაქსიმალურად იყენებენ. ინტენსიურად ვარჯიშობენ და საკონტროლო თამაშებს ატარებენ, ჩვენ კი პირიქით, უქმად ვიყავით. კლუბისთვის სპონსორის მოძიებაზე ისევ მიმდინარეობს მუშაობა. იმედია სპონსორი გამოგვიჩნდება, თორემ ასე სანამდე უნდა ვიყოთ არ ვიცი", - აღნიშნა "ლელოსთან" საუბარში ფოთის "კოლხეთის" მთავარმა მწვრთნელმა ბესიკ შეროზიამ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"