დასახელდა მიზეზიც - გუნდის რამდენიმე ფეხბურთელს ხელფასი გაუნახევრეს. მითქმა-მოთქმა დაიწყო "ზესტაფონის" მწვრთნელების შესაძლო დათხოვნაზეც.
ერთი სიტყვით, "ზესტაფონის" თემა ქართულმა საფეხბურთო სამყარომ ყბად იღო.
6 დეკემბერს "ზესტაფონის" პრესსამსახურის ხელმძღვანელს, სერგო ფუტკარაძეს დავუკავშირდით, რომელმაც გვითხრა:
"პირველი გუნდის რამდენიმე ფეხბურთელი დაჯარიმებულია.
რაც შეეხება არჩატარებულ ვარჯიშს, კლუბში ახლა მიდის იმის დადგენა, თუ რატომ მოხდა ასეთი ფაქტი და როცა ყველაფერი გაირკვევა, მერე მოხდება დასკვნების გამოტანა".
ფუტკარაძეს ისიც
"შედეგის გარდა, აქ საქმე ეხება გუნდის შიდაგანაწესის დარღვევას. დაჯარიმება, ბუნებრივია, შეეხო ფეხბურთელების ხელფასს", - განგვიმარტა მან.
"ზესტაფონის" პრესსამსახური მართლაც ნორმალურად მუშაობს, ოღონდაც კლუბის ოფიციალურ ინფორმაციას ყოველთვის აქვს საკუთარი ჩარჩოები - ასე ხდება ყველგან და ცხადია, ვერც "ზესტაფონი" იქნება გამონაკლისი.
ეროვნული ჩემპიონატის წინა ტურში "ზესტაფონმა" შინ "ვიტ ჯორჯიასთან" 1:2 წააგო. ამ დროისთვის ფეროელები ცხრილში მე-6 ადგილზე არიან და ჯერაც სათუოა, შეინარჩუნებენ თუ არა ადგილს ზედა ექვსეულში.
"ზესტაფონის" პრობლემები ალბათ სხვა მოწინავე ქართულ კლუბებსაც არ უხარიათ, რადგან "ზესტაფონი" შემდგარი კლუბია და რაც უფრო მეტი იქნება ასეთი საქართველოში, მით უფრო მაღალი იქნება კონკურენციაც.
კონფიდენციალური წყაროდან კი ისიც შევიტყვეთ, "ზესტაფონის" ფეხბურთელები არც 6 დეკემბერს აპირებდნენ ვარჯიშზე გასვლას, მაგრამ ულტიმატუმი წაუყენესო - ან ვარჯიში, ან გუნდიდან წასვლა. ყოველივე ეს კულუარული ინფორმაციაა და მის სისწორეზე თავს ვერ დავდებთ, თუმცა ქართული საფეხბურთო მილეთი ის სამყაროა, კულუარები ხშირად ჭეშმარიტებას რომ გვამცნობენ.
სათუო შეიქნა ისიც, 8 დეკემბერს ეროვნული ჩემპიონატის მორიგ ტურში "ზესტაფონი" საჩხერის "ჩიხურას" პირველი გუნდით ესტუმრება, დუბლებით თუ შერეული შემადგენლობით.
ასეა თუ ისე, რადგან გუნდი ვარჯიშზე მაინც გავიდა, ეს იმას უნდა ნიშნავდეს, რომ დაძაბულობამ ამ მომენტისთვის იკლო. დანარჩენი კი უახლოეს დღეებში გამოჩნდება.
7 დეკემბერს მკაფიო უნდა გახდეს, დარჩებიან თუ არა "ზესტაფონის" მწვრთნელებად დავით მუჯირი და ზაზა ზამთარაძე, თუმცა, რადგან ეს საკითხი აქტუალური გახდა, დიდი შანსია, რომ "ზესტაფონის" პრეზიდენტს ილია კოკაიას ახალი სამწვრთნელო შტაბის ჩამოყალიბება მოუწიოს საკუთარი გუნდისთვის.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
დავით მუჯირი: მწვრთნელობა ფეხბურთელობაზე ბევრად რთულია
ზაზა ზამთარაძე: მე და დავით მუჯირი თანამოაზრეები ვართ
გიორგი ჭიაბრიშვილი: ალბათ, ეს იყო ჩემი შეცდომა "ზესტაფონში"...
ბუბა დაუშვილი: ილია კოკაია პრეზიდენტი კი არა, მონათმფლობელია!
ილია კოკაია: ლვოვის "კარპატიმ" ამ თაღლითურ სქემაზე პასუხი უნდა აგოს!