"ზუგდიდმა" განმუხურში საქართველოს მოქმედ ჩემპიონ "ზესტაფონს" უმასპინძლა და ანგარიშით 0:3 განადგურდა.
27-ე წუთზე თავი სტუმართა კოტდ'ივუარელმა ლეგიონერმა ბოტი გოა დემელმა გამოიჩინა (0:1), ხოლო 73-ე წუთზე თედო გრიგალაშვილმა გაიტანა (0:2).
საბოლოო წერტილი შეხვედრას მე-80 წუთზე ზურაბ მენთეშაშვილმა შორეული ულამაზესი დარტყმით დაუსვა.
აღსანიშნავია, რომ ეს ზესტაფონელთა გუნდის ზედიზედ მეორე გამარჯვებაა დროებითი მთავარი მწვრთნელის, კახა კაჭარავას ხელში.
Video
ზუგდიდი - ზესტაფონი 0:3
ზუგდიდი - ზესტაფონი 0:3
მატჩის შემდეგ
ელგუჯა ქომეთიანი ("ზუგდიდი"):
"ძალიან სამწუხაროა ჩვენთვის, რომ დაუმარცხებელი საშინაო სერია შევწყვიტეთ.
რას
ჩვენ დღეს თამაში არ წაგვივიდა, "ზესტაფონს" კი დამსახურებულ გამარჯვებას ვულოცავ".
კახა კაჭარავა ("ზესტაფონი"):
"ჩემს ფეხბურთელებს დიდი მადლობა მინდა ვუთხრა, რადგან მათ დავალება ყველა რგოლში ზუსტად შეასრულეს.
ამ მოგებამ კი საუკეთესო ექვსეულისკენ გზა გაგვიხსნა.
ბოლო ორ ტურში მოპოვებულმა ექვსმა ქულამ კონკურენტებთან დაგვაახლოვა, "დინამოს" მატჩის შემდეგ კი ნათლად გვეცოდინება, რამდენად უფრო რეალურად შევძლებთ სამეულისთვის ბრძოლას".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"