"ჩვენი კლუბის წარმომადგენლები ყოველთვის თავს იკავებენ მსაჯობის თემასთან დაკავშირებული კრიტიკული კომენტარის გაკეთებისგან. თუმცა მოცემულ მომენტში საჭიროდ ჩათვალეთ მომხდარი საზოგადოების სამსჯავროზე გამოგვეტანა. ეპიზოდი, რომელიც ქუთაისში, "ტორპედოსთან" მატჩში, გატანილი გოლისას იყო, მხედველობიდან გამორჩა, როგორც მატჩის არბიტრს (ლაშა სილაგავას - ავტ.), ასევე პირდაპირი სატელევიზიო რეპორტაჟის წამყვანებსა და მატჩის
არადა, ამ ეპიზოდმა პირდაპირი გავლენა იქონია, ამ თამაშის შედეგზე. 27-ე წუთზე, ქუთათურთა მიერ გატანილი გოლის ეპიზოდის სრული ვერსია, რომელიც არბიტრის მიერ დაუფიქსირებელი დარჩა ასეთი იყო: დავით დიღმელაშვილმა სტუმართა საჯარიმოში მაღალი ბურთი ჩაჰკიდა, რომელიც საჯარიმოს ფარგლებს გარეთ, გიორგი ხიდეშელმა თავით მოიგერია. ბურთი მერაბ გიგაურს მიუვიდა, რომელმაც შეუჩერებლივ კარში გადაგზავნა და გოლიც ასე გავიდა. დაუფიქსირებელი ფაქტი გიორგი ხიდეშელის ზურგს უკან მოხდა. დიღმელაშვილის მიერ ჩაწოდებული მაღალი ბურთის დასაუფლებლად გოლკიპერმა როინ კვასხვაძემ კარი დატოვა, რომელსაც "მეკარის ბაქანზე" დაეჯახა შეტევაში ჩართული ქუთაისელთა მცველი თეიმურაზ ფარულავა და თამაშიდან გამოთიშა, რაც თამაშის წესების უხეში დარღვევაა, რომელიც არ დაფიქსირდა", - "ლელოსთან" საუბარში აღნიშნა სერგო ფუტკარაძემ და თან დაამატა - "ნამდვილად შორს ვართ იმ აზრისგან, რმ ამ ეპიზოდის ბედი, ვინმეს ბოროტმა განზრახვამ გადაწყვიტა. თუმცა ისიც აშკარაა, რომ ამ მატჩის გადამწყვეტი გოლისას თამაშის წესები დაირღვა, რომელიც არ დაფიქსირებულა. იმედს გამოვთქვამთ, რომ მომავალში ასეთ შეცდომებს ადგილი აღარ ექნება".
დაბოლოს, "ზესტაფონმა" ზემოთ ნახსენები ეპიზოდის ვიდეოვერსია ოფიციალურ ვებგვერდზე განათავსა და მისი ნახვა ყველას შეუძლია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"