გრაიციარმა მიმდინარე საფეხბურთო სეზონის პირველი ნახევარი ჩეხეთის საუკეთესო კლუბში, პრაღის "სპარტაში" გაატარა.
სამშობლოში წარმატებული კარიერის შემდეგ 2008 წელს გრაიციარი პრაღის "სლავიაში" ჩაირიცხა. იქ ორი წელი ითამაშა და პირველივე სეზონში ჩეხეთის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა, 37 თამაშში 14 გოლი გაიტანა.
2010/2011 წლების სეზონი სლოვაკმა თურქეთის სუპერლიგის "ქონიაში" გაატარა (26 მატჩი, 7 გოლი) და გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. 2011 წელს კი პრაღის "სპარტაში" გადავიდა (28 შეხვედრა, 5
პეტერ გრაიციარმა სლოვაკეთის ეროვნულ ნაკრებში სამი მატჩი ითამაშა და ბოსნიასთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში გატანილი გოლითაც გამოირჩა.
სლოვაკი ფეხბურთელი თბილისის "დინამოს" ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული შენაძენი იქნება - გერმანული სააგენტო "ტრანსფერმარკტი" მისი ტრანსფერის ღირებულებად 750 ათას ევროს ასახელებს.
მართალია, თბილისური კლუბის პრესსამსახური კონტრაქტის გაფორმებაზე არაფერს იუწყება, მაგრამ გრაიციარი გუნდში უკვე ჩაირიცხა.
ამას საერთაშორისო საინფორმაციო პორტალებიც ("ტრანსფერმარკტი", "ვიკიპედია"...) ადასტურებენ - 12 თებერვალს მათ სლოვაკის საკლუბო გრაფაში თბილისის "დინამო" მიუთითეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
უსტარიცი - ყველაზე ძვირად ღირებული ლეგიონერი საქართველოში