დინამო-ზარია 0:4 - ამხანაგური, მაგრამ მაინც ძალიან საწყენი [VIDEO]

AutoSharing Option
13 თებერვალს, თურქულ შეკრებაზე თბილისის "დინამომ" ბოლო სპარინგი უკრაინის ჩემპიონატის პრემიერლიგის მეათეადგილოსან ლუგანსკის "ზარიასთან" გამართა.

ამ გუნდისა და თბილისელთა გზები ბევრჯერ გადაიკვეთა. 1977 წლის 23 ივლისს კი "დინამომ" საბჭოურ პერიოდში ყველაზე სკანდალური შეხვედრა სწორედ "ზარიასთან" გამართა.

სასიამოვნო შთაბეჭდილება არც ბოლო შეხვედრიდან დაგვრჩენია. უკრაინელები თავიდანვე სახიფათოდ უტევდნენ და მე-15 წუთზე ანგარიში სწრაფი შეტევით გახსნეს, ახლო მანძილიდან ზუსტად ნიკიტა კამენიუკამ დაარტყა - 0:1.

29-ე წუთზე ფლანგიდან საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი "დინამოს" კარში თავით დანილო დე ოლივეირამ გააგზავნა - 0:2.

პირველ ნახევარში ქართველთა დარბევა
ალექსანდრ გრიცაიმ
დაასრულა - 0:3.

დინამოელებმა რამდენჯერმე მოახერხეს კართან მისვლა, მაგრამ ჯაბა დვალმა, გია კვარაცხელიამ და გიორგი მერებაშვილმა თავიანთი შანსით ვერ ისარგებლეს.

მეორე ნახევარში ლუგანსკელთა შორის ქართველი შემტევი ნახევარმცველი ჯაბა ლიპარტია გამოჩნდა.

გიორგი ლორიამ უკრაინელთა რამდენიმე შეტევა მოიგერია. უშედეგოდ ცდილობდნენ ანგარიშის შემცირებას პეტარ გრაიციარი, დიმიტრი ტატანაშვილი. მატჩის მიწურულს კი "დინამოს" კარი მეოთხედ ლაკი იდახორმა აიღო და "ზარიამ" 4:0 გაიმარჯვა.

მატჩის არაოფიციალური სტატუსის მიუხედავად, მაინც ძალიან საწყენი შედეგია.

ამხანაგური მატჩი
დინამო-ზარია 0:4
0:1 კამენიუკა (15), 0:2 დანილო (29), 0:3 გრიცაი (37), 0:4 იდახორი (85).
"დინამო": ლორია - შაშიაშვილი, კვარაცხელია, მენდი (84. რეხვიაშვილი), მილხრაუმი (65. სეთურიძე) - ალვარო (80. კოტო), ძარია (46. გრაიციარი), ხმალაძე (46. პაპავა), მერებაშვილი - ჩისკო, დვალი (65. ტატანაშვილი)

VideoSportall.Ge
დინამო - ზარია 0:4


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
თბილისის "დინამოს" თურქეთში სლოვაკი პეტერ გრაიციარი შეუერთდა
მკითხველის კომენტარები / 13 /
კომენტარებს ვკითხულობ და გაოგნებული ვარ,ხალხო ტყემალზე ზიხართ და ბლის კურკებს ისვრით.60-იან-70-იან წლებში რა ბავშვთა ფეხბურთი ამაზე მეტად იყო განვითარებული? არა მაგრამ ვარსკვლავები იყვნენ,გაიხსენეთ რა გუნდებს ვეჭიდავებოდით,ხშირ შემთხვევაში ვჯობნიდით კიდეც.საქმე სხვა რამეშია :ფულში.ევროპაში 5-ი ქვეყანაა სადაც ძლიერი ჩემპონატია და შესაბამისად ნაკრებებიც ძლიერები ყავთ,დანარჩენი ქვეყნები წარმოადგენენ ამ ქვეყნების კოლონიებს.საშუალო გუნდს საშუალო ევროპელი მწვრთნელი და ფეხბურთელები სჭიდება,ძლიერს კი ძლიერი კადრები.ასე,რომ ხალხო ტყვილად ნერვებს ნუ იშლით "ფულების"გარეშე არაფერი გამოვა.
roma
12:35 15-02-2013
0
კომენტარები გადავიკითხე და ახალგაზრდებზე, რაც დაწერეთ გავოგნდი რა. გეყოთ ასეთი პოსტები. საიდან მოიტანეთ, რომ დინამო ახალგაზრდებს ყურადღებას არ აქცევს. ალბათ აქ იმ ხალხმა დაწერა ვინც დინამოს დუბლების და დინამო 2-ის თამაშებზე არ დადის. დინამოს ძაან კარგი ახალგაზრდები ყავს. აკადემიაშიც. შეგიძლიათ დაასახელოთ მამიკოს და ფულის ტომრებით მოსულები ვინ არიან?
levani
00:37 15-02-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული