ამ გუნდისა და თბილისელთა გზები ბევრჯერ გადაიკვეთა. 1977 წლის 23 ივლისს კი "დინამომ" საბჭოურ პერიოდში ყველაზე სკანდალური შეხვედრა სწორედ "ზარიასთან" გამართა.
სასიამოვნო შთაბეჭდილება არც ბოლო შეხვედრიდან დაგვრჩენია. უკრაინელები თავიდანვე სახიფათოდ უტევდნენ და მე-15 წუთზე ანგარიში სწრაფი შეტევით გახსნეს, ახლო მანძილიდან ზუსტად ნიკიტა კამენიუკამ დაარტყა - 0:1.
29-ე წუთზე ფლანგიდან საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი "დინამოს" კარში თავით დანილო დე ოლივეირამ გააგზავნა - 0:2.
პირველ ნახევარში ქართველთა დარბევა
დინამოელებმა რამდენჯერმე მოახერხეს კართან მისვლა, მაგრამ ჯაბა დვალმა, გია კვარაცხელიამ და გიორგი მერებაშვილმა თავიანთი შანსით ვერ ისარგებლეს.
მეორე ნახევარში ლუგანსკელთა შორის ქართველი შემტევი ნახევარმცველი ჯაბა ლიპარტია გამოჩნდა.
გიორგი ლორიამ უკრაინელთა რამდენიმე შეტევა მოიგერია. უშედეგოდ ცდილობდნენ ანგარიშის შემცირებას პეტარ გრაიციარი, დიმიტრი ტატანაშვილი. მატჩის მიწურულს კი "დინამოს" კარი მეოთხედ ლაკი იდახორმა აიღო და "ზარიამ" 4:0 გაიმარჯვა.
მატჩის არაოფიციალური სტატუსის მიუხედავად, მაინც ძალიან საწყენი შედეგია.
ამხანაგური მატჩი
დინამო-ზარია 0:4
0:1 კამენიუკა (15), 0:2 დანილო (29), 0:3 გრიცაი (37), 0:4 იდახორი (85).
"დინამო": ლორია - შაშიაშვილი, კვარაცხელია, მენდი (84. რეხვიაშვილი), მილხრაუმი (65. სეთურიძე) - ალვარო (80. კოტო), ძარია (46. გრაიციარი), ხმალაძე (46. პაპავა), მერებაშვილი - ჩისკო, დვალი (65. ტატანაშვილი)
Video
დინამო - ზარია 0:4
დინამო - ზარია 0:4
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
თბილისის "დინამოს" თურქეთში სლოვაკი პეტერ გრაიციარი შეუერთდა