განმუხურის სტადიონზე გამართული მატჩის 28-ე წუთზე ზუგდიდელები ირაკლი ეხვაიას გოლით დაწინაურდნენ, თუმცა შემდეგ სამი ბურთი მიიღეს საკუთარ კარში.
67-ე და 90-ე წუთებზე ბესიკ დეკანოიძე გამოირჩა, 79-ე წუთზე საკუთარ ანგარიშზე გოლი ნიკო კვასხვაძემ ჩაიწერა.
ამ გამარჯვებით სოსო ფრუიძის გუნდი პირველი ექვსეულის ლიდერებს კიდევ უფრო დაუახლოვდა, რომლებმაც ბოლო ტურში თავ-თავიანთი მატჩები ფრედ დაასრულეს.
მატჩის შემდეგ
ელგუჯა ქომეთიანი ("ზუგდიდის" მთავარი მწვრთნელი):
"სამწუხაროა, რომ კარგად დაწყებული თამაში ცუდი შედეგით
მობილიზება არ დაგვიკარგავს მანამ, სანამ დასანან გოლს გავუშვებდით, თუმცა სტუმრებს გარჯას ვერანაირად დავუკარგავ და მათ ღირსეულ გამარჯვებას მივულოცავ.
ჩვენ კი სამუშაო ძალიან ბევრი გვაქვს და ვეცდებით, ყველა ეს ხარვეზი გამოვასწოროთ შემდეგი ტურებისთვის. იმის პოტენციალი ნამდვილად გვაქვს, რომ კარგი, ბრძოლისუნარიანი გუნდი შევკრათ".
სოსო ფრუიძე ("ჩიხურას" მთავარი მწვრთნელი):
"ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველოდა, რადგან ზუგდიდში თამაში ყველას უჭირს.
ვაღიარებ, რომ პირველ ტაიმში ვერ დავლაგდით და თამაში ჩავაგდეთ, მაგრამ მეორე ნახევარში უფრო მიბილიზებულად გამოვედით და შეხვედრაც ჩვენს სასიკეთოდ დავასრულეთ.
მინდა, ჩემს ბიჭებს მადლობა გადავუხადო კარგი თამაშისთვის, მეტოქეს კი წარმატებებს ვუსურვებ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"