ზედიზედ მოგებული ორი შეხვედრის შემდეგ კი გია გურულის შეგირდებმა სატურნირო ცხრილში ვითარება რადიკალურად გამოასწორეს და თუ სეზონის განახლებამდე "დინამო" კიდევ ერთ ზღვისპირულ "კოლხეთთან" ერთად ლიგის დატოვების მთავარი კანდიდატი იყო, ახლა ასე აღარაა.
მით უფრო, ფოთელთა პირველი გამარჯვების შემდეგ უკვე ერთბაშად 4 გუნდი აღმოჩნდა თანაბარ სიტუაციაში.
მიუხედავად ცუდი ამინდისა, გუნდები ენერგიულად მოქმედებდნენ. სტუმრები მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა, რამაზ სვანაძემ გაიყვანა - მერაბ კოჭლაშვილს ოჯახის წევრი გ
თავიდან უფრო მონდომებულები ბათუმელები ჩანდნენ.
ტაიმის შუაწელში საჯარიმოს მისადგომებიდან სახიფათოდ ექს-ვიტჯორჯიელმა, ბესიკ ჩიმაკაძემ დაარტყა, ხოლო ცოტა ხანში გურამ გურეშიძემ სცადა გატანა, მაგრამ...
ჩიმაკაძემ ტაიმის ბოლოსკენ მაინც მიაღწია მიზანს, თანაც იმ დროს, როცა ამის მოლოდინი არ იყო - ალეკო კოშკაძემ ჩიმაკაძეს საგოლედ უპასა, 1:0.
რა თქმა უნდა, მეორე ნახევარში სტუმრები ვითარების გამოსწორებას ეცადნენ, ხოლო ბათუმელები მეორის გატანას ლამობდნენ.
ორმხრივ შეტევებში გადასულ შეხვედრას დაღი ამინდის უფრო მეტად გაუარესებამ დაასვა. ამით სარგებლობასაც შეეცადნენ თბილისელები - შორეული ჩაკიდებებით სურდათ მეტოქის საჯარიმოში არეულობების შეტანა. ბევრს ცდილობდა გიორგი ჯანელიძეც, მაგრამ ბათუმელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ თავისი კარი საიმედოდ დაიცვეს.
მეტიც, მასპინძლები უფრო მწვავედ უტევდნენ და ბოლო წამებზე ამით პენალტი და მეორე გოლი მოინადირეს - ჩიმაკაძემ ყოფილ კლუბთან დუბლი მიითვალა.
Video
17.03.13. დინამო (ბ) - ვიტ ჯორჯია 2:0
17.03.13. დინამო (ბ) - ვიტ ჯორჯია 2:0
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"