უგოლო დერბი

AutoSharing Option
ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფ "ტორპედოს" და "სამტრედიას" ერთმანეთში მეტად პრინციპული შეხვედრა ელოდათ. ამ მატჩამდე ორივე გუნდს 11-11 ქულა ჰქონდათ და მათი დაპირისპირება "ექვსქულიან" მატჩთა კატეგორიას განეკუთვნებოდა, რის გამოც მატჩნა გულშემატკივრებში დიდი ინტერესი გამოიწვია. "ტორპედოს" მთავარ მწვრთნელად გია გიგატაძის დანიშვნის შემდეგ ქუთათურებმა 4 შეხვედრაში არცთუ იოლ მეტოქეებთან 8 ქულას მოუყარეს თავი და გულშემატკივრები ახლა მორიგ წარმატებას ელოდნენ. ამიტომ, "მეზობლებთან" ფრემ ფანებს და ფეხბურთელებს ძალიან დასწყვიტათ გული. "ტორპედომ" საკუთარ მოედანზეც ვერ შეძლო "სამტრედიის" ძლევა და ამბიციურ გუნდს კვლავ ბოლოსწინა ადგილით უწევს დაკმაყოფილება.

თავიდანვე უნდა ვთქვათ, რომ "ტორპედოს" დისკვალიფიცირებული ჰყავდა კვარაცხელია და თარხნიშვილი, რაც სერიოზული დანაკლისი იყო. მათ ნაცვლად კემუხტაშვილმა და ნიკა კვასხვაძემ ითამაშეს. ამავე მიზეზით დანაკლისი სტუმრებმა ბაკარანძე ვერ დაიხმარეს. თუმცა, სამტრედიელები შეხვედრას ამაღლებულ განწყობაზე ხვდებოდნენ. მათ წინა მატჩში "სპარტაკს" ბოლო წამებზე გაუტანეს გამარჯვების გოლი, რასაც შეუძლებელია სანაიას შეგირდებზე დადებითად არ ემოქმედა.

"ტორპედო" წყვილის ფავორიტი იყო და შეტევაზე გააკეთა აქცენტი. სამტრედიელებმა კი მთელს მოედანზე პრესინგს მიმართეს. მასპინძლებს გასაქანს არ აძელევდნენ, თავად კი ფლანგებიდან მწვავედ უტევდნენ. მე-5-ე წუთზე კაკალაძე მარჯვენა ფლანგზე მცველებს გაექცა და სახიფათოდაც დაარტყა, მაგრამ ააცილა. რიონისპირელებმა ჩიკვილაძის საჯარიმო დარტყმით უპასუხეს, თუმცა მათი მცდელობაც უშედეგო გამოდგა. მალე ჩომახიძის კუთხურს მასპინძელთა საჯარიმოში არეულობა მოჰყვა, თუმცა მეკარე მიგინეიშვილმა ვითარება განმუხტა. თანდათან უპირატესობა მასპინძლებმა მოიპოვეს და მწვავედ შეუტიეს. ჯერ ჩიკვილაძის თავური ასცდა მიზანს, შემდეგ დიღმელაშვილმა ჩააწოდა სახიფათოდ, ძაგანიამ უხერხულად მოიგერია, რასაც სამტრედიელთა კართან არეულობა მოჰყვა, კემუხტაშვილმა ამით ისარგებლა, კარში დაარტყა, მაგრამ ბურთს მცველები გადაეღობნენ. მერე საბანაძის დარტყმა ასცდა მიზანს. საპასუხოდ სამტრედიელებს შეეძლოთ თავის გამოჩენა - ტყემალაძის წაქცევისთვის სახიფათო ჯარიმა ჩომახიძემ ოსტატურად კი შეასრულა, მაგრამ მიგინეიშვილმა ნახტომში მოგერია. ამას სტუმრებმა კიდევ ერთი ეპიზოდი მიაყოლეს - სოსელიამ ჩომახიძე მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა, რამაც სამტრედიელი ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების პროტესტი გამოიწვია... ორმხრივი შეტევები გაგრძელდა, თუმცა გოლი არ გასულა.

მეორე ტაიმში სამტრედიელებმა ერთი მეტად მწვავე მომენტი შექმნეს. დანარჩენ დროში კი მხოლოდ "ტორპედო" უტევდა. ყველაზე რეალური შანსი ქუთათურებს მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე მიეცათ, როცა დიღმელაშვილის კუთხურის შემდეგ ჩიკვილაძემ თავური დარტყმით ხარიხა შეაზანზარა. მატჩის მიწურულს ლომაშვილს შეეძლო თავის გამოჩენა, მკერდით კარგად გაისწორა ბურთი, მცველიც ჩამოიცილა, მაგრამ კარში ხეირიანად ვერ დაარტყა.

გელა სანაია: "ველოდით, რომ უპირატესობას "ტორპედო" მოიპოვებდა და ასეც მოხდა. ჩვენი პროგრამა მინიმუმი ქულის აღება იყო და ეს მოვახერხეთ. მადლობა ფეხბურთელებს თავდადებული თამაშისთვის."

გია გიგატაძე: "მთელი მატჩის განმავლობაში დიდ უპირატესობას ვფლობდით, მაგრამ ფეხბურთში მთავარი გოლის გატაანაა, რაც სამწუხაროდ. დღეს ვერ შევძელით."


ტორპედო-სამტრედია 0:0
ქუთაისი. ცენტრალური. 5500 მაყურებელი
4-4-2
ტორპედო სამტრედია
4-5-1
მიგინეიშვილი ძაგანია
ფოფხაძე კუპრეიშვილი
ფარულავა ხუმარაშვილი
თოდუა გოგია
ჩიკვილაძე სოსელია
ნ.კვასხვაძე კირკიტაძე
დიღმელაშვილი ტყემალაძე
გიგაური ჩომახიძე
დათუნაიშვილი ქებაძე
საბანაძე პავლიაშვილი
კემუხტაშვილი კაკალაძე
მწვრთნელი: მწვრთნელი:
გ. გიგატაძე გ. სანაია

ტორპედო
46. გიგაური-ლომაშვილი
46. კემუხტაშვილი-გ.ჩხეტიანი
80. ნ.კვასხვაძე-როსტიაშვილი
სათადარიგოები: ქვილითაია, მაჭავარიანი, გურული, ცნობილაძე

სამტრედია
57. პავლიაშვილი-ფურთუხია
69. ტყემალაძე-ჩხიკვაძე
85. კაკალაძე-კვერენჩხილაძე
სათადარიგოები: ჯინჭარაძე, კირთაძე, ნინუა, შალიკაშვილი

გაფრთხილება: კუპრეიშვილი (89)

არბიტრი: ა.ნონიკაშვილი


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
ჩამოდით ლელოს ჟურნალისტებო და თქვენო თვალით ნახეთ რამდენი კაცი დადის :P
babu
13:40 29-10-2010
0
,,საწყალი დინამო ნათესავების და ბოღმიანი ჯურნალისტების მეტი აგარავინ ქომაგობსსს"-არც დაიგინო მაგაზე ჯიგარსონ:))) მიუხედავად ყველაფრისა, მინდა ტორპედო არ გავარდეს. მე მიყვარს ქუთაისი...
dinamoeli
12:14 29-10-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული