ქუთაისში სამი დღე გადაუღებლად წვიმდა და მატჩიც წვიმის თანხლებით მიმდინარეობდა. ამან მოედნის მდგომარეობაზე და მაყურებელთა რაოდენობაზე უარყოფითად იმოქმედა. ჩემპიონატის დაწყებიდან ასე ცოტა მაყურებელი ქუთაისის სტადიონზე არ ყოფილა. ალბათ, ცუდი ამინდის გამო იყო რომ, მატჩი სანახაობრივად ძალიან მოიკოჭლებდა, თუმცა, დაძაბულობა ნამდვილად არ მოჰკლებია. `სამტრედიასთან" ფრის შემდეგ ტორპედოელებს უკან დასახევი
ქუთათურებს ამ მატჩისთვის დისკვალიფიკაციამოხდილი კვარაცხელია და თარხნიშვილი დაუბრუნდათ. პირველი სახიფათო მომენტი სწორედ კვარაცხელიას აქტიურობას მოჰყვა. თანაგულდელებმა იგი მეკარესთან პირისპირ გაიყვანეს, მაგრამ ზარქუამ დროულად დატოვა კარი და თავდამსხმელს დარტყის საშუალება არ მისცა. სტუმრებმა აკობიას საჯარიმო დარტყმით უპასუხეს. მართალია, ზუგდიდელთა კაპიტანი საკმაოდ შორიდან ურტყამდა, მაგრამ მიგინეიშვილს სველი ბურთის დამორჩილება გაუჭირდა. მე-14 წუთზე თარხნიშვილი მეტოქის საჯარიმოში მცველთან ორთაბრძოლისას დაეცა. ტორპედოელები პენალტს ითხოვდნენ, თუმცა, მსაჯმა წესების დარღვევა არ დააფიქსირა. რიონისპირელთა შეტევებს სტუმრები შორეული დარტყმებით პასუხობდნენ, რაც ასეთ ამინდში გამართლებული იყო, მაგრამ შედეგი არ მოუტანია. ლომიამ შორიდან სახიფათოდ დაარტყა და ბურთი მცირედით ასცდა მიზანს. მერე ის ერთადერთი გოლიც გავიდა. ჩიკვილაძის საჯარიმო დარტმა ძელს მოხვდა და საბანაძესთან -1:0
შესვენების შემდეგ სტუმრები უკეთ ათამაშდნენ. მალე ლომიას კუთხურის შემდეგ ტორპედოელთა საჯარიმოში არეულობა შეიქმნა, კვეკვესკირი კარგ პოზიციაზე აღმოჩნდა და გატანაც შეეძლო, მაგრამ დააყოვნა და მდგომარეობა განიმუხტა. ტაიმის შუაწელიდან უპირატესობა კვლავ გიგატაძის შეგირდების ხელში გადავიდა. ახლა ქუთათურებმა უხშირეს შორეულ დარტყმებს და დიღმელაშვილის ორ მცდეობას კინაღამ გოლი მოჰყვა _ მეკარემ იყოჩაღა. მერე წურწუმიას საჯარიმო ასცდა მიზანს. ამის შემდეგ საგოლე მომენტი ფაქტობრივად არც ერთ კართან არ შექმნილა. `ტორპედომ" მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა და ჰაერივით საჭირო 3 ქულა ჩაიწერა აქტივში.
ელგუჯა ქომეთიანი: "ტორპედო" კარგი გუნდია და საკვირველია, წინა მატჩებში გაცილებით მეტი ქულა რომ ვერ დააგროვა. ჩვენ რაც შეგვეხება, ფინანსურად ძალიან გვიჭირს, მაგრამ წაგებას ამას ვერ დავაბრალებთ... მალე "ტორპედოს" თასზე შევხვდებით და, იმედია, ის მატჩი გაცილებით საინტერესო და უკეთესი სანახავი იქნება."
გია გიგატაძე: "ვიცოდით რომ რთული თამაში იქნებოდა და მართლაც, "ბაია" ღირსეული მეტოქე გამოდგა. გადაუღებელმა წვიმებმა შეხვედრას თავისი კვალი დაატყო. თამაში ძალიან ჭირდა. სანახაობრივი თამაში არ გამოვიდა, მაგრამ ბიჭებმა იბრძოლეს და მეტად საჭირო გამარჯვება მოიპოვეს. იმედია, თასზე მატჩიუკეთესი იქნება."
ტორპედო-ბაია 1:0
31.10.10. ქუთაისი. ცენტრალური. 2500 მაყურებელი
4-4-2 1:0 საბანაძე (33)
ტორპედო ბაია
4-5-1
მიგინეიშვილი ზარქუა
ფოფხაძე კვეკვესკირი
ფარულავა კვესიეშვილი
ს. თოდუა კანდელაკი
ჩიკვილაძე ლ. აკობია
დათუნაიშვილი რიგვავა
დიღმელაშვილი ვართაგავა
ლომაშვილი მალიჩავა
თარხნიშვილი წურწუმია
საბანაძე შ. ლომია
ვ. კვარაცხელია ეხვაია
ტორპედო
59. საბანაძე-გიგაური
66. ლომაშვილი-გ.ჩხეტიანი
80. კვარაცხელია-კემუხტაშვილი
სათადარიგოები: ქვილითაია, გურული, მაჭავარიანი, ნ.კვასხვაძე
ბაია
54. მალიჩავა-გუგუჩია
83. რიგვავა-კუკავა
სათადარიგოები: სომხიშვილი, აფაქიძე, თ.აკობია, სამუშია, ჩანგელია
გაფრთხილება: ლომაშვილი(18), რიგვავა(37)
არბიტრი: ხ.გაგნიძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"