უმაღლესი ლიგა. XXVIII ტური: "დილამ" "ზესტაფონი" მისსავე მოედანზე გაანადგურა

AutoSharing Option
19 აპრილს საქართველოს ჩემპიონატის XXVIII ტურის მატჩები გაიმართა.

ბოლნისის "სიონმა" "ვიტ ჯორჯია" მიიღო და ყველასთვის მოულოდნელად ანგარიშით 0:3 დამარცხდა.

მე-7 წუთზე ანგარიში ოთარ შავაშვილმა გახსნა, ხოლო 45-ე წუთზე უპირატესობა ორამდე გურამ ადამაძემ გაზარდა. ბოლნისელთა კარში მესამე გოლის ავტორი კი გიორგი ვასაძე გახდა.

ბათუმის "დინამომ" საკუთარ მოედანზე მარტვილის "მერანს" უმასპინძლა. ბათუმელებმა მეტოქე დიდი ანგარიშით 6:0 გაანადგურეს. მე-11 და მე-14 წუთებზე ალექსანდრე კოშკაძე გამოირჩა, 30-ე და 65-ე წუთებზე კი ბესიკ ჩიმაკაძემ გაიტანა. 74-ე წუთზე გოლის გატანა ასევე ვაჟა ქორიძემ შეძლო. საკუთარ ანგარიშზე
გოლი ჩაიწერა ამირან მუჯირმაც, რომელმაც მეტოქის კარი 89-ე წუთზე აიღო.

ფოთის "კოლხეთსა" და რუსთავის "მეტალურგს" შორის მატჩი უგოლო ფრედ დასრულდა.

ქუთაისის "ტორპედო" საჩხერეში "ჩიხურას" ესტუმრა. ანგარიშის გახსნა სტუმრებმა 65-ე წუთზე გიორგი ბერიაშვილის გოლის წყალობით შეძლეს. 74-ე წუთზე კი ნიკა კვასხვაძემ გაათანაბრა. საბოლოოდ მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

"ზუგდიდმა" ჩემპიონატის ლიდერი თბილისის "დინამო" მიიღო და ანგარიშით 0:2 დამარცხდა. მე-60 წუთზე გოლის ავტორი გიორგი გველესიანი გახდა. 90-ე წუთზე კი შეხვედრას წერტილი ლევან ხმალაძემ დაუსვა.

"ზესტაფონისა" და გორის "დილას" შეხვედრაში, სტუმრებმა დიდი ანგარიშით იმარჯვეს - 3:0, ბრაზილიელი ჟუნიორის ანგარიშზე დუბლია.
მკითხველის კომენტარები / 12 /
X: დინამო მაზავს თუ მაზავს. პრემიები ჰქონია გამზადებული ბაიასთვის. მიცემს ალბათ ფიფია თუ არ გადააგდებს როგორც იციან ქართველმა ბიზნესმენებმა ))
fexo
09:30 20-04-2013
0
სგ ლოგიკა რა.წელს რომ მოიგო დილამ,თურმე შარშანაც იმიტომ მოიგო ფინალი.ისე მოტივაციაზე თუ გსმენია ბიბო?
აი უშუალო კონკურენტისათვის რომ მოგეგოთ(ტორპედო),მერე გექნებოდათ სათქმელი,ეხლა კი...
გია
10:06 20-04-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული