ბოლნისის "სიონმა" "ვიტ ჯორჯია" მიიღო და ყველასთვის მოულოდნელად ანგარიშით 0:3 დამარცხდა.
მე-7 წუთზე ანგარიში ოთარ შავაშვილმა გახსნა, ხოლო 45-ე წუთზე უპირატესობა ორამდე გურამ ადამაძემ გაზარდა. ბოლნისელთა კარში მესამე გოლის ავტორი კი გიორგი ვასაძე გახდა.
ბათუმის "დინამომ" საკუთარ მოედანზე მარტვილის "მერანს" უმასპინძლა. ბათუმელებმა მეტოქე დიდი ანგარიშით 6:0 გაანადგურეს. მე-11 და მე-14 წუთებზე ალექსანდრე კოშკაძე გამოირჩა, 30-ე და 65-ე წუთებზე კი ბესიკ ჩიმაკაძემ გაიტანა. 74-ე წუთზე გოლის გატანა ასევე ვაჟა ქორიძემ შეძლო. საკუთარ ანგარიშზე
ფოთის "კოლხეთსა" და რუსთავის "მეტალურგს" შორის მატჩი უგოლო ფრედ დასრულდა.
ქუთაისის "ტორპედო" საჩხერეში "ჩიხურას" ესტუმრა. ანგარიშის გახსნა სტუმრებმა 65-ე წუთზე გიორგი ბერიაშვილის გოლის წყალობით შეძლეს. 74-ე წუთზე კი ნიკა კვასხვაძემ გაათანაბრა. საბოლოოდ მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.
"ზუგდიდმა" ჩემპიონატის ლიდერი თბილისის "დინამო" მიიღო და ანგარიშით 0:2 დამარცხდა. მე-60 წუთზე გოლის ავტორი გიორგი გველესიანი გახდა. 90-ე წუთზე კი შეხვედრას წერტილი ლევან ხმალაძემ დაუსვა.
"ზესტაფონისა" და გორის "დილას" შეხვედრაში, სტუმრებმა დიდი ანგარიშით იმარჯვეს - 3:0, ბრაზილიელი ჟუნიორის ანგარიშზე დუბლია.
აი უშუალო კონკურენტისათვის რომ მოგეგოთ(ტორპედო),მერე გექნებოდათ სათქმელი,ეხლა კი...