სტუმრად გამარჯვება იზეიმა გორის "დილამ", რომელმაც "ზუგდიდს" ბაჩანა არაბულისა (77 წუთი) და ირაკლი მოდებაძის გოლებით (81) მოუგო - 2:1. არადა, მასპინძლებმა ანგარიშში დაწინაურება 16-წუთზე ზვიად სიხარულიას გოლით შეძლეს.
ანგარიშით 4:1 იმარჯვა ზესტაფონში საჩხერის "ჩიხურამ". "ზესტაფონი" მატჩის 39-ე წუთზე ბოტი დემელის გოლის დაწინაურდა და ტაიმი თავის სასარგებლოდ ჩაამთავრა კიდეც, თუმცა სტუმრებმა მეორე ტაიმში იძალეს - ჯერ ლაშა ჩიკვაიძემ გაათანაბრა (58), შემდეგ გიორგი რეხვიაშვილმა (65) გაიყვანა თავისანები წინ.
სოსო ფრუიძის გუნდი
ასევე სტუმართა გამარჯვებით დასრულდა ქვედა ექვსეულის მატჩი, რომელშიც "მეტალურგმა" რუსთავში "ვიტ ჯორჯია" მიიღო. ვეტერინარებმა ლევან კუხალეიშვილისა (42) და ირაკლი ღიბრაძის (90) გოლებით მეტოქეს 2:0 სძლიეს.
სტუმრად "კოლხეთთან" მოიგო მარტვილის "მერანმაც" - 2:1. ანგარიში 43-ე წუთზე ლაშა კუჭუხიძემ გახსნა, მასპინძლებმა კი გათანაბრება ომარ გოგინაიას გოლით 53-ეზე შეძლეს. შეხვედრის საბოლოო ანგარიში პაპუნა ფონიავამ 83-ე წუთზე დააფიქსირა.
ფრედ 1:1 დასრულდა შეხვედრა ბათუმის "დინამოსა" და ბოლნისის "სიონს" შორის. "სიონი" გიორგი მანწკავამ 16-ე წუთზე დააწინაურა, თუმცა მასპინძლებმა გათანაბრება გიგა ჟვანიას გოლით 43-ეზე შეძლეს.
ტურის ცენტრალური მატჩი, რომელშიც თბილისის "დინამო" ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლებს, მოგვიანებით გაიმართება.
შეგახსენებთ, ქართულ კლასიკოში გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ჩემპიონის ტიტულს დუშან უჰრინის გუნდი ხუთწლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვებს.
ასევე იხილეთ:
უმაღლესი ლიგის XXX ტურის წინათქმა: საჩემპიონო ზეიმი დღესვე?