"დილამ", "ჩიხურამ", "ვიტ ჯორჯიამ" და "მერანმა" სტუმრად მოიგეს

AutoSharing Option
4 მაისს საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XXX ტურის ოთხი მატჩები გაიმართა.

სტუმრად გამარჯვება იზეიმა გორის "დილამ", რომელმაც "ზუგდიდს" ბაჩანა არაბულისა (77 წუთი) და ირაკლი მოდებაძის გოლებით (81) მოუგო - 2:1. არადა, მასპინძლებმა ანგარიშში დაწინაურება 16-წუთზე ზვიად სიხარულიას გოლით შეძლეს.

ანგარიშით 4:1 იმარჯვა ზესტაფონში საჩხერის "ჩიხურამ". "ზესტაფონი" მატჩის 39-ე წუთზე ბოტი დემელის გოლის დაწინაურდა და ტაიმი თავის სასარგებლოდ ჩაამთავრა კიდეც, თუმცა სტუმრებმა მეორე ტაიმში იძალეს - ჯერ ლაშა ჩიკვაიძემ გაათანაბრა (58), შემდეგ გიორგი რეხვიაშვილმა (65) გაიყვანა თავისანები წინ.

სოსო ფრუიძის გუნდი
ამას არ დასჯერდა და კიდევ ორჯერ აიღო "ზესტაფონის" კარი - 74 წუთზე რევაზ გოცირიძემ გაიტანა, შეხვედრის საბოლოო ანგარიში კი 89-ე წუთზე ნიკა კვასხვაძემ დააფიქსირა.

ასევე სტუმართა გამარჯვებით დასრულდა ქვედა ექვსეულის მატჩი, რომელშიც "მეტალურგმა" რუსთავში "ვიტ ჯორჯია" მიიღო. ვეტერინარებმა ლევან კუხალეიშვილისა (42) და ირაკლი ღიბრაძის (90) გოლებით მეტოქეს 2:0 სძლიეს.

სტუმრად "კოლხეთთან" მოიგო მარტვილის "მერანმაც" - 2:1. ანგარიში 43-ე წუთზე ლაშა კუჭუხიძემ გახსნა, მასპინძლებმა კი გათანაბრება ომარ გოგინაიას გოლით 53-ეზე შეძლეს. შეხვედრის საბოლოო ანგარიში პაპუნა ფონიავამ 83-ე წუთზე დააფიქსირა.

ფრედ 1:1 დასრულდა შეხვედრა ბათუმის "დინამოსა" და ბოლნისის "სიონს" შორის. "სიონი" გიორგი მანწკავამ 16-ე წუთზე დააწინაურა, თუმცა მასპინძლებმა გათანაბრება გიგა ჟვანიას გოლით 43-ეზე შეძლეს.

ტურის ცენტრალური მატჩი, რომელშიც თბილისის "დინამო" ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლებს, მოგვიანებით გაიმართება.

შეგახსენებთ, ქართულ კლასიკოში გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ჩემპიონის ტიტულს დუშან უჰრინის გუნდი ხუთწლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვებს.

ასევე იხილეთ:

უმაღლესი ლიგის XXX ტურის წინათქმა: საჩემპიონო ზეიმი დღესვე?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული