რომან ფიფია: თბილისის "დინამო" აუცილებლად გაძლიერდება

AutoSharing Option
მცირე ხნის წინ პოპულარულმა ესპანურმა სპორტულმა გამოცემა "მარკამ" თბილისის "დინამოს" ესპანელ ლეგიონერებზე (უსტარიცი, მიკელ ალვარო, კარლეს კოტო, ჩისკო) წერილი გამოაქვეყნა.

ეს ოთხეული დღევანდელი "დინამოსთვის" სერიოზულ ძალას წარმოადგენს. ჩისკო ჩემპიონატის ბომბარდირია (21 გოლი). ნახევარმცველის კვალობაზე, ალვარო ძალიან შედეგიანია (14 გოლი) და მნიშვნელოვანი გოლების გატანაც ეხერხება. თბილისელებმა "დილას" სწორედ მისი ზუსტი დარტყმით მოუგეს, რამაც ჩემპიონის ტიტულის ბედი გადაწყვიტა. ორივეს ერთად კი 35 აქვს გატანილი, ანუ "დინამოს" გოლების (78) ლამის ნახევარი.

ჩვენთვის საინტერესო აღმოჩნდა წერილის ის ნაწყვეტი, სადაც "რეკრეატივოს", "ბეტისის" და "ვალენსიას" ყოფილი
მოთამაშე ჩისკო ამბობს, რომ გუნდი ძალიან მოსწონს და ესპანეთში დაბრუნებას გამორიცხავს:

"კონტრაქტი ერთ წელიწადში მიმთავრდება და იმედია, "დინამოსთან" ერთად, ჩემპიონთა ან ევროპის ლიგაში ვითამაშებ.

ესპანეთში დაბრუნების შემთხვევაში ამ მიზნებისათვის ვერ ვიბრძოლებ.

გარდა ამისა, არსებული კრიზისის გამო, გადახდისუნარიანი კლუბების მოძებნაც კი ჭირს. აქ კი საუკეთესო პირობებია. "დინამოს" ისეთი ბაზა აქვს, რომლის მსგავსი ესპანეთშიც არსად მინახავს, "ვალენსიას" გარდა".


შევიტყვეთ, რომ ჩისკოს მსგავსად, "დინამოსთან" კონტრაქტი კოტოსა და ალვაროსაც უმთავრდებათ. თავად დარჩენა სურთ, მაგრამ აპირებს გუნდი მათთან თანამშრომლობის გაგრძელებას?

ამის შესახებ "დინამოს" პრეზიდენტს, რომან ფიფიას ვკითხეთ:

"ჯერ ყველაფერს არ დავაკონკრეტებ, მაგრამ ზოგიერთი ესპანელი დარჩება.

საერთოდ, ჩემპიონობის მოპოვება ჩვენთვის ევროპაში ღირსეულად დაბრუნების წინაპირობა იყო. რადგან ოქროს მედლებს დავეუფლეთ, ახლა გუნდის ბირთვიც უნდა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო უნდა გავძლიერდეთ.

ეს აუცილებლად მოხდება და მერწმუნეთ, ყველაფერი კარგად იქნება - "დინამოს" გულშემატკივარი სხვაგვარ "დინამოს" ვერ მიიღებს. ჩვენი სურვილი კი სწორედ მათი გახარებაა",
- გვითხრა ფიფიამ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ესპანური გამოცემა "მარკა" თბილისის "დინამოსა" და ჩისკო მუნიოსზე [VIDEO]
რომან ფიფია: პირდაპირ ვიტყვი - აქ დიდი სიბინძურე ტრიალებს!
ჯაბა დვალი: თბილისის "დინამო" ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება
თბილისის "დინამო" ხუთწლიანი ლოდინის შემდეგ საქართველოს ჩემპიონია! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 11 /
ბატონო რომან წარმატებები აბა თქვენ იცით ესპანელებიდან მხოლოდ კოტო არის გასაშვები დანარჩენები უნდა დავიტოვოთ
avto
13:02 11-05-2013
0
აბა თქვენ იცით რომან უნდა გაგვახაროთ მთელი თბილისი ესპანელებიდან ძალიან გთხოვთ ალვარო უსტარიცი და ჩისკო დატოვოთ. კოტო არის მარტო გასაშვები და იმედია არ შეცდებით
dato92
13:25 11-05-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული