ცოტა ხნის წინათ "ტორპედომ" უარყო გუნდიდან ნახევარმცველი გრიგოლ დოლიძის წასვლა, თუმცა 15 მაისს სხვა რამეს ამბობდნენ: დოლიძეს ქუთაისურ კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება და კლუბი 29 წლის მოთამაშესთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას აღარ აპირებსო.
იგივე წყარო ამტკიცებდა, რომ დოლიძის წაყვანა რამდენიმე ქართულ გუნდს სურდა, თუმცა ყველაზე ოპერატიულად საჩხერის "ჩიხურას" ხელმძღვანელებმა იმოქმედეს და ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო გარემარბთან წინასწარ სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიესო.
საჩხერელებმა ევროპის ლიგის საგზური უკვე მოიპოვეს და ცხადია, გაძლიერებას
"დღემდე არც დოლიძესთან გვისაუბრია და არც სხვა ფეხბურთელთან. საქმე ისაა, რომ ჯერ "ჩიხურას" ხელმძღვანელობას უნდა შევხვდეთ და დავადგინოთ - ახალი სეზონისთვის რა ოდენობის ბიუჯეტი გვექნება, ვინ დარჩება და ვისი მოწვევის საშუალება გვექნება.
ფაქტია, რომ გაძლიერება და ევროთასებზე ღირსეული ასპარეზობა გვსურს. ამ ყველაფერზე კონკრეტულად სეზონის შემდეგ ჩამოვყალიბდებით".
შევიტყვეთ, რომ დოლიძის გარდა, შესაძლოა, "ტორპედო" გიორგი ბერიაშვილმაც დატოვოს. სეზონის დასაწყისში 26 წლის თავდამსხმელმა ქუთაისურ კლუბთან 1+1 სისტემით გააფორმა კონტრაქტი.
ახლა ბერიაშვილს კონტრაქტი უმთავრდება და წესით, "ტორპედოსთან" ხელახლა უნდა დაილაპარაკოს, მაგრამ ქუთაისელები შემადგენლობის გაახალგაზრდავებას აპირებენ და ბერიაშვილის თამაში საეჭვო ჩანს.
"ლელომ" კი სანდო წყაროდან შეიტყო, რომ გიორგის თბილისის "დინამო" დაუკავშირდა და ტორპედოელი ფორვარდი, სავარაუდოდ, კონტრაქტს სწორედ ახალ ჩემპიონთან გააფორმებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ქუთაისის "ტორპედო" გავრცელებულ ხმებს არ ადასტურებს