ქუთაისის "ტორპედო" გია გეგუჩაძემ და მწვრთნელთა შტაბმა დატოვეს

AutoSharing Option
ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ქუთაისის "ტორპედო" მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ და მისმა თანაშემწეებმა დატოვეს.

ამის შესახებ ცნობას კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს.

ჩვენი კლუბი დიდ მადლობას უხდის გია გეგუჩაძეს, გურამ ასპინძელაშვილს, დავით ჯანელიძეს და ივო კატუშიჩს გაწეული შრომისთვის და მომავალშიც წარმატებებს უსურვებს მათ.

ამასთან, 18 მაისს, "ვისოლის" სათავო ოფისში ქუთაისის "ტორპედოს" პრეზიდენტმა ლევან ფხაკაძემ პრესკონფერენცია გამართა, სადაც საზოგადოებას გუნდის სამომავლო გეგმები გააცნო.

გადაწყვეტილია "ტორპედოს" გაძლიერება და გაახალგაზრდავება და ამ მიზნით გუნდის შემადგენლობა და მწვრთნელთა შტაბი შეიცვლება.

ფეხბურთელთა საშუალო ასაკი 22 წლამდე შემცირდება.

გუნდს,
ასევე, გააძლიერებენ 2012 წელს სლოვენიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატში (17-წლამდელთა ნაკრების) მონაწილე ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც პირველად საქართველოს ისტორიაში, ჩემპიონატის ნახევარფინალში მოხვდნენ. ისინი ამჟამად თბილისის "ლოკომოტივისა" და გორის "დილას" მოთამაშეები არიან.

ფეხბურთელების მსგავსად, "ლოკომოტივიდან" "ტორპედოში" გადმოინაცვლებს ესპანელი მწვრთნელი - ჟერარდ სარაგოსა მულე. იგი ბოლოს პირველ ლიგაში მოასპარეზე თბილისის "ლოკომოტივს" თავკაცობდა, იქამდე კი "ესპანიოლის" დუბლშემადგენლობასა და კატალონიის 17-წლამდელთა სანაკრებო გუნდს ხელმძღვანელობდა. აგრეთვე, რამდენიმე წელი სკაუტად მუშაობდა ყატარის აკადემიაშიც.

მისი თანაშემწე ფიზმომზადების მწვრთნელი, ასევე ესპანელი და ექსლოკომოტიველი ალბერტო ბერიკალ კორეა იქნება.

ასევე იხილეთ:
Sportall.ge-ს მკითხველებმა საუკეთესოდ გია გეგუჩაძე აღიარეს
გია გეგუჩაძე ქუთაისის "ტორპედოდან" წავიდა?
გიორგი პაპიაშვილი: ტყუილია, "ვისოლი" ქუთაისის "ტორპედოდან" არ მიდის!
ქუთაისის "ტორპედო" გავრცელებულ ხმებს არ ადასტურებს
მკითხველის კომენტარები / 3 /
კი არ დატოვეს ,არამედ დაატოვებინეს, არსად არ აპირებდა ამ დროს გეგუჩაძე გუნდის დატოვებას,პირიქით,დიდ იმედებს ამყარებდა და მართლაც საუკეთესო შემადგენლობით გადიოდა ევროპაზე. მაგრამ როგორც ყოველთვის იდუმალებით არის მოცული ეს ყველაფერი. იქნებ ისიც დაწერომ რომ ყველა თანამშრომელი თავისი ნებით წავიდა სამსახურიდანო. გაგუჩაძის გაშვების შემდეგ ქუთაისს აღარ ეყოლება "ტორპედო",რაღა ტორპედოა თუ 99% არაქუთეისლები და ვიღაც არაპროფესიონალები ჩამოჰყავთ.ახალგაზრდებიო იძახიან...ქუთაისის ტორპედო ჩამოყალიბებული,ამბიციური გუნდი იყო და ასე უნდა ყოფილიყო და არა ინკუბატორი....იმედია ტორპედოს გულშემატკივარი არ შეეგუება ამ უაზრო გაუთვლელ თამაშს რასაც "ფხაკაძეები" ჩადიან......
Ninkateka
11:14 29-05-2013
0
გია გეგუჩაძემ არაერთხელ დაამტკიცა რომ ნიჭიერი მწვრთნელია. გული დამწყდა რომ წავიდა გუნდიდან. თუმცა ზესტაფონიდანაც ისეთ დროს წამოვიდა, არანაირად რომ არ შეიძლებოდა გუნდის დატოვება
dato
22:37 28-05-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული