ლევან ყიფიანი: წელსვე დაფინანსების ილუზია არავის შეიძლება ჰქონდეს

AutoSharing Option
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა სახელმწიფოსგან საფეხბურთო კლუბების დაფინანსების თემასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

მინისტრი ამით უმაღლესი ლიგის რვა კლუბის პროტესტს გამოეხმაურა, რომლებიც სახელმწიფოსგან დაფინანსების არმიღების შემთხვევაში ჩემპიონატის ბოიკოტით იმუქრებიან.

"იმის ილუზია, რომ წელსვე ბიუჯეტიდან კლუბების დაფინანსება მოხდება, არ შეიძლება ვინმეს ჰქონდეს. ასეთი რამ მე არც მითქვამს და ვერც ვიტყოდი, რადგან საამისო რესურსი არ არსებობს, ჯერჯერობით მაინც.

ეს შეიძლება განხორციელდეს დროთა განმავლობაში, სპორტული ინტერესების დაცვით.

რაც შეეხება გორის "დილას" საკითხს, სპორტის სამინისტროსგან ფინანსირება არ და ვერ მოხდება. კლუბს
აფინანსებს მუნიციპალიტეტი, როგორც იყო აქამდე.

გამომდინარე იქიდან, რომ ეს გუნდი ევროპის ლიგაზე გადის, მისი დაფინანსება სახელმწიფოსგან გამართლებულია, რადგან ამ გუნდის არგამო
სვლა ევროსარბიელზე უფრო მეტი სირცხვილი იქნება ქვეყნისთვის, ვიდრე ამ გუნდის ფინანსირება.

ამიტომ არ ვეთანხმები იმ ადამიანების ხედვას, რომლებიც აცხადებენ, რომ თუკი გორის "დილა" ფინანსდება, სხვა კლუბებიც აუცილებლად უნდა დაფინანსდნენ".


იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სფფ-ში გამართულ უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბებისა და ფედერაციის ხელმძღვანელთა შეხვედრაზე "დინამო თბილისის", "ზესტაფონის", "ვიტ ჯორჯიას", "მეტალურგის", "სიონის", "ზუგდიდის", "მერანისა" და "ტორპედოს" წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარს იტყვიან, თუ მათ სახელმწიფო 2-2 მილიონი ლარით ისევე არ დააფინანსებს, როგორც ეს გორის "დილას" შემთხვევაში მოხდა.

Sportall.ge-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე ასევე გაჟღერდა იდეა, რომლის თანახმად, კერძო კლუბები ჩემპიონატს დამოუკიდებლად ჩაატარებენ.

ასევე იხილეთ:

სკანდალი: საქართველოს ჩემპიონატს 8 კლუბი განუდგა!
ლევან ყიფიანის სკანდალური განცხადება გარიგებულ მატჩებზე
ლევან ყიფიანი: 5 წლის განმავლობაში ფეხბურთში 100 მლნ-ის დახარჯვას ვაპირებთ
მკითხველის კომენტარები / 4 /
ჰა მდი Bიძოს თხოვე დაგვეხმაროს რაც პრმიერი გახდა კაპიკს არ ხარჯავს რაა მაგისთვის 50 ლიმონი
0
ბატონო მინისტრო ნახე ევროპის ჩემპიონატზე შეგვარცხვინეს შენმა დანიშნულმა მრწვტნელებმა,კრივში.წინა ევროპაზე 3 მედალი ჩამოიტანა ფალიანმა.ხომ მოხსენით ფალიანი აი შედეგიც სახეზეა.
gaba
00:18 06-06-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული