Sportall.ge-ს მკითხველებმა საუკეთესო ფლანგელებად დავით კირკიტაძე და მიკელ ალვარო აღიარეს

AutoSharing Option
Sportall.ge-ს მკითხველებმა საქართველოს XXIV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის საუკეთესო ფლანგის ნახევარმცველებად საჩხერის "ჩიხურას" ფეხბურთელი დავით კირკიტაძე (30.4%) და თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი მიკელ ალვარო (24.5.3%) დაასახელეს.

მომხმარებელს შესაძლებლობა ჰქონდა, ჩემპიონატის რჩეული ფლანგის ნახევარმცველისთვის ხმა სამი დღის განმავლობაში მიეცა. ჯამში, გამოკითხვაში მონაწილეობა 2001-მა ადამიანმა მიიღო.

მკითხველთა ხმები ასე განაწილდა:

დავით კირკიტაძე (ჩიხურა) - 609
მიკელ ალვარო (დინამო) - 491
ელგუჯა გრიგალაშვილი (ტორპედო) - 309
გოგიტა გოგუა (დილა) - 291
გრიგოლ დოლიძე (ტორპედო) - 157
პეტერ გრაციარი (დინამო) - 81
ბესიკ დეკანოიძე (ჩიხურა) -
63

შეგახსენებთ, რომ Sportall.ge საქართველოს XXIV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებს საიტის მკითხველთა ვერსიით შეადგენს.

გამოკითხვა ფეხბურთელთა კონკრეტული ამპლუის (საუკეთესო მეკარის, საუკეთესო მარცხენა მცველის, საუკეთესო ცენტრალური მცველის და ა.შ.) მიხედვით ჩატარდება და თითო პოზიციაზე წარმოდგენილი იქნება რედაქციის მიერ შერჩეული რამდენიმე კანდიდატი, რომელთაგან მკითხველი საუკეთესოს შეარჩევს.

ამა თუ იმ პოზიციაზე საუკეთესოს გამოსავლენად მკითხველებს ხმის მიცემა 3 დღის განმავლობაში შეეძლებათ. სასურველი კანდიდატისთვის ხმის მიცემა შეგიძლიათ საიტის მთავარი გვერდის მარჯვენა სვეტში განთავსებულ გამოკითხვაში.

ასევე იხილეთ:
Sportall.ge-ს მკითხველებმა საუკეთესო საყრდენ ნახევარმცველად ირაკლი ძარია აღიარეს
Sportall.ge-ს მკითხველებმა საუკეთესო მარცხენა მცველად დავით კვირკველია აღიარეს
Sportall.ge-ს მკითხველებმა საუკეთესოებად გივი კვარაცხელია და გიორგი ონიანი აღიარეს
Sportall.ge-ს მკითხველებმა საუკეთესო მარჯვენა მცველად გიორგი სეთურიძე აღიარეს
Sportall.ge-ს მკითხველებმა საუკეთესოდ გიორგი ლორია აღიარეს
Sportall.ge-ს მკითხველებმა საუკეთესოდ გია გეგუჩაძე აღიარეს
ასევე დაგაინტერესებთ