გიორგი ბერიაშვილმა რუსთავის "მეტალურგთან" ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა

AutoSharing Option
რუსთავის "მეტალურგმა" კიდევ ერთი ახალი ფეხბურთელი დაიმატა. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, 22 ივნისს 26 წლის თავდამსხმელმა გიორგი ბერიაშვილმა ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

გიორგი ბერიაშვილი 2012–2013 წლების სეზონში ქუთაისის "ტორპედოს" ღირსებას იცავდა. ფორვარდი ქუთაისელთა რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

"ტორპედოს" გარდა ბერიაშვილი "ვიტ ჯორჯიაშიც" თამაშობდა. 2010–1011 წლების სეზონის პირველ ნახევარში კი რუსთავის "მეტალურგის" შემაგენლობაში ირიცხებოდა, შემდეგ კი კარიერა აზერბაიჯანის ჩემპიონატში გააგრძელა. წელიწადნახევარი ის თოვუზის "თურანში" გამოდიოდა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ბერიაშვილი რუსთაველთა მეოთხე ახალწვეულია. გუნდმა ორი დღის წინ გიორგი ვასაძე, გურამ გურეშიძე და დავით კირკიტაძე
დაიმატა.

ასევე იხილეთ:
სამზადისი. რუსთავის "მეტალურგი": დავით კირკიტაძე რუსთავშია!
ქუთაისის "ტორპედო" გიორგი დათუნაიშვილსა და გიორგი ბერიაშვილს დაემშვიდობა
რუსთავის "მეტალურგმა" სამი ახალი ფეხბურთელი დაიმატა
გელა სანაიამ 14 ივნისს რუსთავის "მეტალურგი" ოფიციალურად ჩაიბარა
დაამყარებს გელა სანაია რუსთავის "მეტალურგში" უნიკალურ რეკორდს?
რუსთავის "მეტალურგი" - ანტირეკორდების სეზონი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული