Sportall.ge-ს მკითხველებმა საუკეთესო შემტევ ნახევარმცველად გიორგი მერებაშვილი აღიარეს

AutoSharing Option
Sportall.ge-ს მკითხველებმა საქართველოს XXIV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის საუკეთესო შემტევ ნახევარმცველად თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გიორგი მერებაშვილი (45.3%) დაასახელეს.

მომხმარებელს შესაძლებლობა ჰქონდა, ჩემპიონატის რჩეული შემტევი ნახევარმცველისთვის ხმა სამი დღის განმავლობაში მიეცა. ჯამში, გამოკითხვაში მონაწილეობა 1530-მა ადამიანმა მიიღო.

მეორე ადგილი ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელმა გიორგი კუხიანიძემ დაიკავა, რომელმაც გამოკითხულთა 32.6% მიიღო.

მკითხველთა ხმები ასე განაწილდა:

გიორგი მერებაშვილი (დინამო) - 693
გიორგი კუხიანიძე (ტორპედო) - 499
ლეონარდო (დილა) - 106
ამირან მუჯირი (დინამო ბთ) - 102
ნიკა კვასხვაძე (ჩიხურა) - 86
პეტერ გრაიციარი (დინამო) -
81
გიორგი ჯანელიძე (ვიტ ჯორჯია) - 44

შეგახსენებთ, რომ Sportall.ge საქართველოს XXIV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებს საიტის მკითხველთა ვერსიით შეადგენს.

გამოკითხვა ფეხბურთელთა კონკრეტული ამპლუის (საუკეთესო მეკარის, საუკეთესო მარცხენა მცველის, საუკეთესო ცენტრალური მცველის და ა.შ.) მიხედვით ჩატარდება და თითო პოზიციაზე წარმოდგენილი იქნება რედაქციის მიერ შერჩეული რამდენიმე კანდიდატი, რომელთაგან მკითხველი საუკეთესოს შეარჩევს.

ამა თუ იმ პოზიციაზე საუკეთესოს გამოსავლენად მკითხველებს ხმის მიცემა 3 დღის განმავლობაში შეეძლებათ. სასურველი კანდიდატისთვის ხმის მიცემა შეგიძლიათ საიტის მთავარი გვერდის მარჯვენა სვეტში განთავსებულ გამოკითხვაში.

ასევე იხილეთ:
Sportall.ge-ს მკითხველებმა საუკეთესო ფლანგელებად დავით კირკიტაძე და მიკელ ალვარო აღიარეს
Sportall.ge-ს მკითხველებმა საუკეთესო საყრდენ ნახევარმცველად ირაკლი ძარია აღიარეს
Sportall.ge-ს მკითხველებმა საუკეთესო მარცხენა მცველად დავით კვირკველია აღიარეს
Sportall.ge-ს მკითხველებმა საუკეთესოებად გივი კვარაცხელია და გიორგი ონიანი აღიარეს
Sportall.ge-ს მკითხველებმა საუკეთესო მარჯვენა მცველად გიორგი სეთურიძე აღიარეს
Sportall.ge-ს მკითხველებმა საუკეთესოდ გიორგი ლორია აღიარეს
Sportall.ge-ს მკითხველებმა საუკეთესოდ გია გეგუჩაძე აღიარეს
მკითხველის კომენტარები / 3 /
კირკიტაცემ გაიმარჰვა და ალვარო რატომ გამოაკვეხეს ვინც ამას ცერს ეტყობა სჰეყვარებულია სხვა პლანგებზე მეორე არავინ დაუცერიატ
vaxa
16:30 25-06-2013
0
უძაღლო ქვეყანაში მეტს არც ველოდებოდი.
მესი თამაშობს პრესინგს და ეს ვინ არის რომ დაცვიდან გაანთავისუფლო?
ramo
10:29 25-06-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული