"ვიტ ჯორჯიამ" დიღმის ბაზაზე "დინამო 2" დაჩაგრა

AutoSharing Option
ახალი სეზონისთვის სამზადისში "ვიტ ჯორჯიამ" მეოთხე საკონტროლო შეხვედრაში დიღმის ბაზაზე "დინამო 2" 5:0 დაამარცხა.

გოლები გაიტანეს: ლევან კუხალეიშვილმა (26), გიორგი ჯანელიძემ (31,46), ელგუჯა ლობჯანიძემ (64,85).

"ვიტ ჯორჯიას" შემადგენლობა პირველ ტაიმში: დაუშვილი, იაშვილი, ადამაძე, კასრაძე, მჭედლიშვილი, წყაროზია, ღიბრაძე, კორიფაძე, ჯანელიძე, სიჭინავა, კუხალეიშვილი.

მეორე ტაიმში "ვიტ ჯორჯიას" დამრიგებელმა ზურაბ ბერიძემ ესენი შეუშვა მოედანზე: დაუშვილი, იაშვილი, კახიძე, გეთიაშვილი, ბუაჩიძე, დავლაშელიძე, ბუნტური, კვირკვია, ხვისტანი, ჯავაშვილი, ლობჯანიძე.

რაც შეეხება "დინამო 2"-ს, პირველ ლიგაში მოასპარეზე ეს გუნდი წინა სეზონის შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალა, "ვიტ ჯორჯიასთან" კი ამ
შემადგენლობით ითამაშა: ტყეშელაშვილი, მელიქიძე, პაპუნაშვილი (ჯიშკარიანი 46), ფოცხვერია (ნიკვაშვილი 65), შერგელაშვილი (მურუსიძე 80), დიასამიძე (ჭეჭელაშვილი 46), სამხარაძე, მახარობლიძე (მაჭავარიანი 46), რუხაძე (სარიშვილი 46), რეხვიაშვილი (ლობჯანიძე 65), მათიაშვილი (მურცხვალაძე 46).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"