თორნიკე გორგიაშვილი VS "ზესტაფონი" - საქმე უკვე წარმოებაშია

AutoSharing Option
თორნიკე გორგიაშვილის ამბავი ადრეც გაუწყეთ - "ზესტაფონის" 25 წლის ნახევარმცველი გუნდის სეზონისწინა სამზადისზე არ მივიდა და არც თურქულ შეკრებაზე გაჰყოლია ფეროელებს.

ამ საქმეს ასეთი გაგრძელება მოჰყვა: გორგიაშვილმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მიმართა და "ზესტაფონთან" მოქმედი კონტრაქტის გაუქმება მოითხოვა.

არაოფიციალური ინფორმაციით, კლუბს ფეხბურთელებისთვის სამი თვის ხელფასი არ ჰქონდა ჩარიცხული - აპრილის, მაისისა და ივნისის.

შევიტყვეთ ისიც, რომ "ზესტაფონმა" ფეხბურთელებს ჯერ აპრილის დავალიანება გაუსტუმრა, ახლახან კი ბოლო ორი თვის ხელფასიც დაურიგა.

ამ საკითხთან დაკავშირებით უახლოეს ხანში ვაპირებთ "ზესტაფონის" ოფიციალური პოზიციის გარკვევას. ფიფას წესებით,
თუ კლუბმა ერთი თვის ხელფასი მაინც არ მისცა ფეხბურთელს, მოთამაშეს აქვს უფლება, კონტრაქტის გაწყვეტა მოითხოვოს.

საკითხავი ისღა რჩება - "ზესტაფონმა" გორგიაშვილს ხელფასი არ გადაუხადა თუ ხელფასის გადახდა დაუგვიანდა - ანუ რა იურიდიული ფორმულირება ექნება ამ სადავო საკითხს.

ამ საქმესთან დაკავშირებით, 26 ივლისს ფეხბურთის ფედერაციის ფეხბურთელთა სტატუსის კომიტეტის სხდომა გაიმართება და კომიტეტის წევრების გარდა, მოდავე მხარეებსაც მიიწვევენ.

გორგიაშვილი სატრანსფეროდ საინტერესო ფეხბურთელია, ეროვნულ ნაკრებშიც უთამაშია სამჯერ და თუ თავისუფალი აგენტი გახდება, ცხადია, უფრო იოლად გადავა სხვა გუნდში.

ერთი სიტყვით, დაველოდოთ 26 ივლისს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სად არის თორნიკე გორგიაშვილი? - "ზესტაფონი" თავის ფეხბურთელს ეძებს
მკითხველის კომენტარები / 9 /
Gelaaaaaa gelaaaaa imena gelaaa xar :))) shennairebi ro arseboben magitom aris saqartvelos pexburti sauketeso mdgomareobashi
Tato
24 ივლისი 2013 14:00
0
ნაღდად უნდა წავიდეს "გორგი" მეტს იმსახურებს ვიდრე "კარაბას-ბარაბას" კოკაიას, 3 თვიან სახელფასო დავალიანებაზე რაღად უნდა ზედმეტი ლაპარაკი, მაგას რომ სინდისი ქონოდა აქამდე ფოსტით გაუგზავნიდა აგენტის ფურცელსაც და ბოდიშის წერილსაც და აქამდეც აღარ მივიდოდა საქმე.
zestafani!
24 ივლისი 2013 11:00
0
ვერ ხვდები სტადიონზე მოსიარულე ფეზბურტელი რატო უნდაა დაკავო გაუშვიტ ცავიდეს და ერტხედ და სამუდამოტ ცკუა ისცავლეტ ზეტსაფონელის და უცხოელის გარდა გუნდს არავინნ გააკაროოოტ მაგალიტები კაიი გვაქ დაა ჩამოვიყვანოტ უცხოელი ბავშვები და გავზარდო დისიპლინაც მეტი იქნება გუნდში ცესრიგიიც დამიჯერეტ
gela
23 ივლისი 2013 20:59
0
ვაიიიი
gela
23 ივლისი 2013 20:50
0
რაა სასაცილოაა
gela
23 ივლისი 2013 20:49
0
ცუდია როცა არ იცი და ლაპარაკობ ;) და უარესია თუ იცი და შეგნებულად ლაპარაკობ ასე!
3 თვე რომ ხელფასს არ დაგირიცხავენ და მუშაობას ითხოვენ შენგან ამას ტრეფიკინგი ქვია ძმაო, ადრე წასული ბიჭებისა არ ვიცი მაგრამ რაც სტატიიდან ირკვევა ასეა, მითუმეტეს უაფას მოთხოვნაა ერთ თვიან დაგვიანებაზე უფლება აქვს ფეხბურთელსო აქ სამ თვეზეა ლაპარაკი.
daviddavid
23 ივლისი 2013 16:04
0
გუნდი არაფერ შუაშია-ვფიქრობ,ხელმძღვანელობა ხომ არაა უვარგისი?
გოჩა
23 ივლისი 2013 15:59
0
ერთი ფაქტია-როდესაც მან ფედერაციას მიმართა-იმ მომენტისთვის 3 თვეზე მეტი დრო იყო გასული,რაც ხელფასი არ ჩარიცხვია.ვფიქრობ-ვერავინ გაამტყუნებს მას ეს ნაბიჯი გადაედგა
გოჩა
23 ივლისი 2013 15:53
0
,,დაუშვილი 2'' - კინოთეატრ ,,საქართველოში''... წასვლა უნდა გუნდიდან, მყიდველი არავინ ჩანს, ზესტაფონის გაზრდილია და უფულოდ არ გაუშვებენ.... ახლა ჩალიჩობს რომ როგორმე გუნდს რამე მოუგონოს და კონტრაქტი გაწყვიტოს.... ცუდია როცა საკუთარ გუნდს პატივს არ ცემ
zestafan
23 ივლისი 2013 13:41
0

სიახლეები პოპულარული