"გურიას" ახა­ლი მწვრთნე­ლის მთა­ვა­რი მე­სი­ჯი: ექ­ვ­სე­ულს ვერ დაგ­პირ­დე­ბით!

AutoSharing Option
ფოტოზე: გიგა კვერენჩხილაძე, გია ჩხაიძე, დავით მახარაძე, კობა მირზაშვილი და თენგიზ ჩიკვილაძე

23 ივლისს გრი­გო­ლეთ­ში, სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ "გუ­რი­ის" ახალ­მა ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბამ პრესკონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თა.

ჟურ­ნა­ლის­ტებს წა­რუდ­გი­ნეს კლუ­ბის დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­ს­რუ­ლე­ბე­ლი კო­ბა მირ­ზაშ­ვი­ლი, ახა­ლი მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი და­ვით მა­ხა­რა­ძე, მი­სი თა­ნა­შემ­წე გია ჩხა­ი­ძე, გუნ­დის კა­პი­ტა­ნი გი­გა კვე­რენ­ჩხი­ლა­ძე და ახალ­წ­ვე­უ­ლი თენ­გიზ ჩიკ­ვი­ლა­ძე.

ასე­ვე, ჩვენ­თ­ვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მა­ხა­რა­ძეს, ჩხა­ი­ძის გარ­და, რე­ვაზ კუ­კუ­ლა­ძეც და­ეხ­მა­რე­ბა, სპორ­ტუ­ლი დი­რექ­ტო­რია თე­მურ ალექ­საია, ად­მი­ნის­ტ­რა­ტო­რი - გო­ჩა იმ­ნა­იშ­ვი­ლი.

"და­ნარ­ჩენ ვა­კან­სი­ებ­ზე ჯერ კი­დევ ვფიქ­რობთ", - გა­ნაცხა­და ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ახალ­მა სპორ­ტულ­მა დი­რექ­ტორ­მა.

სა­ვა­რაუ­დოდ, "გუ­რია"
მწვრთნე­ლებ­საც და­ი­მა­ტებს, რად­გან ოფი­ცი­ა­ლუ­რად მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა ლი­ცენ­ზი­რე­ბულ მწვრთნე­ლებს აქვთ, ასე­თი კი მხო­ლოდ და­ვით მა­ხა­რა­ძეა.

აქ­ვე და­ვა­ზუს­ტებთ, რომ ძვე­ლი დი­რექ­ტო­რა­ტი­დან, ვინც გა­სული სე­ზო­ნის და­საწყი­სი­დან "გუ­რი­ა­ში" მუ­შა­ობ­და და კლუ­ბი უმაღ­ლეს ლი­გა­ში გა­და­იყ­ვა­ნა, ამ­ჟა­მად არც ერ­თი გუნ­დ­ში აღარ არის (ის, რაც აქამ­დეც ყვე­ლამ ისე­დაც იცო­და, გია ჩხა­ი­ძემ გამ­გებ­ლის კა­ბი­ნეტ­ში გა­სულ შა­ბათს ღი­ად და­ა­ფიქ­სი­რა, რომ ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა და ყვე­ლა­ფე­რი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებს და შემ­დეგ გუ­რი­ის რე­გი­ო­ნუ­ლი ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის არ­ჩე­ვნებს უკავ­შირ­დე­ბა - ავტ.).

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ახალ­მა ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბამ რამ­დე­ნი­მე მათ­გან­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბა სცა­და, მაგ­რამ შე­თა­ვა­ზე­ბას არ­ც ერ­თი არ და­თან­ხ­მ­და - "ძვე­ლი გუნ­დის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ვი­საც ღვაწ­ლი მი­უძღ­ვის "გუ­რი­ის" წარ­მა­ტე­ბა­ში, ყვე­ლა უნ­და დარ­ჩე­ნი­ლი­ყო.

* * *
და­ვით მა­ხა­რა­ძე, "გუ­რი­ის" მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი:
- "გუ­რია" ერ­თი კვი­რის წი­ნათ შე­იკ­რი­ბა. შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მი­ვი­ღე კლუ­ბის დი­რექ­ტორ კო­ბა მირ­ზაშ­ვი­ლის­გან. გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა იოლი მი­სა­ღე­ბი არ იყო, რად­გან დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლია შეკ­რე­ბა. ახ­ლა ყვე­ლა­ფე­რი უნ­და ვი­ღო­ნოთ, რომ თან­და­თან გუნ­დი ფორ­მა­ში შე­ვი­დეს.

თუ რამ­დენ ხან­ში მოხ­დე­ბა ეს, ჩვენ­ზე­ცაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ასე­ვე, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა იღ­ბა­ლიც. არ ვიკ­ვე­ბე­ბით ილუ­ზი­ე­ბით და პირ­და­პირ ვიტყ­ვი, რომ ექ­ვ­სე­უ­ლის­თ­ვის ბრძო­ლა თით­ქ­მის გა­მო­რიცხუ­ლია. ჩვენ იმის­თ­ვის უნ­და ვიბ­რ­ძო­ლოთ, რომ ის ქუ­ლე­ბი და­ვაგ­რო­ვოთ, რაც მე­ო­რე ეტაპ­ზე ლი­გა­ში დარ­ჩე­ნის­თ­ვის დაგ­ვეხ­მა­რე­ბა.

წა­ვი­კითხე წი­ნა ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბის პო­ზი­ცია, ექ­ვ­სე­ულ­ში მოვ­ხ­ვ­დე­ბი­თო, თუმ­ცა ამ დრო­ის­თ­ვის უკ­ვე გა­მო­რიცხუ­ლია, ზე­და 6 გუნ­დ­ში მოხ­ვედ­რა­ზე ვი­ფიქ­როთ.

აქ­ვე ერ­თიც მინ­და და­ვა­მა­ტო, რაც თა­ვი­დან­ვე მინ­დო­და მეთ­ქ­ვა: რო­ცა შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მი­ვი­ღე, მა­შინ­ვე და­ვუ­კავ­შირ­დი თე­მურ ლო­რი­ას, რო­მელ­მაც მითხ­რა, რომ გუნ­დი­დან წას­ვ­ლის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. სხვა შემ­თხ­ვე­ვა­ში მე წი­ნა­და­დე­ბას არ დავ­თან­ხ­მ­დე­ბო­დი - რო­გორც ვი­ცი, თე­მურს შე­თა­ვა­ზე­ბა ჰქონ­და კლუ­ბის ახა­ლი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბი­სგან.

რა იყო ამის მიღ­მა, ვე­რა­ფერს გეტყ­ვით და ეს ჩე­მი საქ­მეც არ არის.

- ერ­თი ამ­ხა­ნა­გუ­რი მატ­ჩი უკ­ვე გა­მარ­თეთ. რა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დაგ­რ­ჩათ?
- გა­მოჩ­ნ­და, რომ მო­უმ­ზა­დებ­ლე­ბი ვართ. თუმ­ცა ფეხ­ბურ­თელ­თა გა­მოც­დი­ლე­ბა და ის, რაც თუნ­დაც აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებ­თან შეხ­ვედ­რა­ში პო­ტენ­ცი­ა­ლი და­ვი­ნა­ხე, მაძ­ლევს იმედს, რომ გუნ­დი თან­და­თან ათა­მაშ­დე­ბა.

- ვინ არი­ან კლუ­ბის ახალ­წ­ვე­უ­ლე­ბი?
- რო­გორც იცით, სა­მი დღეა, რაც გუნ­დ­ში და­ვი­ნიშ­ნე და ფეხ­ბურ­თელ­თა აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა დამ­ხ­ვ­და. ახ­ლა სინ­ჯე­ბი­სა და შერ­ჩე­ვის დრო არც გვაქვს, თუმ­ცა უარ­საც არა­ვის ვე­უბ­ნე­ბით, ამ­ხა­ნა­გურ შეხ­ვედ­რებს სა­ა­მი­სო­დაც ვიყე­ნებთ. შე­იძ­ლე­ბა, შეც­დო­მაც და­ვუშ­ვათ, რად­გან ერთ ამ­ხა­ნა­გურ შეხ­ვედ­რა­ში შე­საძ­ლოა ფეხ­ბურ­თელ­მა პო­ტენ­ცი­ა­ლი ვერ დაგ­ვა­ნა­ხვოს.

რო­გორც გითხა­რით, ყვე­ლა ფეხ­ბურ­თე­ლი დამ­ხ­ვ­და, მხო­ლოდ ალექ­სან­დ­რე ინ­წ­კირ­ვე­ლია, ვინც მე მო­ვიწ­ვიე. ასე­ვე, ახალ­წ­ვე­უ­ლე­ბი არი­ან: ივა­ნე კი­ლა­ძე, ედიკ სა­ჯაია, ალექ­სან­დ­რე კოშ­კა­ძე, თენ­გიზ ჩიკ­ვი­ლა­ძე, ლე­ვან ჩა­გე­ლიშ­ვი­ლი, გი­ორ­გი მუ­ვე­ლაშ­ვი­ლი, რე­ზო გო­ცი­რი­ძე და მი­ხე­ილ ალა­ვი­ძე. ამ უკა­ნას­კ­ნელს ჯერ არც კი უვარ­ჯი­შია გუნ­დ­თან.

- ანუ მი­ზა­ნი ლი­გა­ში დარ­ჩე­ნაა?
- დი­ახ. ზამ­თ­რის შეს­ვე­ნე­ბამ­დე რაც შეგ­ვიძ­ლია მე­ტი ქუ­ლა უნ­და ავი­ღოთ, მე­რე კი ბევ­რი რამ სხვა გა­რე­მო­ე­ბებ­ზე, ინ­ვეს­ტორ­ზე და ა. შ. იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

- რა სი­ახ­ლეა სპონ­სორ­თან და­კავ­ში­რე­ბით და ვინ არის ის?
- ამის შე­სა­ხებ ვე­რა­ფერს მო­გახ­სე­ნებთ, კლუ­ბის დი­რექ­ტო­რი უკეთ გეტყ­ვით. რა თქმა უნ­და, იმე­დი გვაქვს, რომ სპონ­სორ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კითხი კარ­გად გა­დაწყ­დე­ბა.

* * *
კო­ბა მირ­ზაშ­ვი­ლი, კლუ­ბის დი­რექ­ტო­რი:

- გარ­კ­ვე­უ­ლი სა­კითხე­ბია მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი. აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობთ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­თა­ნაც, არის იური­დი­უ­ლი სა­კითხე­ბი, რა­შიც გა­ერ­კ­ვე­ვა სპონ­სო­რი და სე­ზო­ნის დაწყე­ბამ­დე, იმე­დია, ყვე­ლა­ფე­რი მოგ­ვარ­დე­ბა.

- ლა­პა­რა­კია რუ­სულ ინ­ვეს­ტი­ცი­ა­ზე?
- დი­ახ.

- კომ­პა­ნიაა თუ კერ­ძო პი­რი?
- კერ­ძო პი­რია!

- რო­დის ჩა­მო­ვა ლან­ჩხუთ­ში?
- ამას კონ­კ­რე­ტუ­ლად ჯერ ვერ გეტყ­ვით. სე­ზო­ნის დაწყე­ბამ­დე ჩა­მო­ვა...

- ვინ არის, რას წარ­მო­ად­გენს?
- მა­გას ვერ გეტყ­ვით.

* * *
გია ჩხა­ი­ძე (მწვრთნე­ლი):
- და­ვით მა­ხა­რა­ძე ძა­ლი­ან კარ­გი მწვრთნე­ლია, წარ­მო­შო­ბით ლან­ჩხუ­თი­და­ნაა, "გუ­რი­ა­ში" უთა­მა­შია კი­დეც. ვუ­სურ­ვებ წარ­მა­ტე­ბას, რა­შიც ხელს ყვე­ლა­ნა­ი­რად შე­ვუწყობთ.

* * *
გი­გა კვე­რენ­ჩხი­ლა­ძე (ფეხ­ბურ­თე­ლი):
- და­ვაგ­ვი­ა­ნეთ ვარ­ჯი­შის დაწყე­ბა, თუმ­ცა დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ერ­თობ­ლი­ვი მონ­დო­მე­ბით ქო­მა­გებს გა­ვა­ხა­რებთ - კარგ შე­დეგს მი­ვაღ­წევთ და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა.

* * *
თენ­გიზ ჩიკ­ვი­ლა­ძე (ფეხ­ბურ­თე­ლი):
- პირ­ველ რიგ­ში, ლან­ჩხუ­თე­ლებს ვუ­ლო­ცავ "გუ­რი­ას" უმაღ­ლეს ლი­გა­ში გა­დას­ვ­ლას. ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ იმი­სათ­ვის, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რ შე­დეგს მი­ვაღ­წი­ოთ.

* * *
რო­გორც გა­ვარ­კ­ვი­ეთ, ე.წ. თო­დუ­ე­ბის კერ­ძო სას­ტუმ­როს­თან კლუბს ერ­თ­თ­ვი­ა­ნი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა აქვს, რის შემ­დე­გაც "გუ­რია" ბა­ზა­ზე გა­და­ვა, სა­დაც სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ებს გეგ­მა­ვენ.

რაც შე­ე­ხე­ბა სტა­დი­ონს, რო­გორც კლუ­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბა იმე­დოვ­ნებს, თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს­თან" სა­ში­ნაო მატ­ჩის­თ­ვის "ევ­გ­რა­ფი შე­ვარ­დ­ნა­ძე" მზად იქ­ნე­ბა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული