გაგრა- სპარტაკი 1:3 - ოვონიკოკომ დაიწყო, ჩაფიძემ დაამთავრა

AutoSharing Option
29 ივლისს თბილისში, "მერანის" სტადიონზე პირველი ლიგის ერთ-ერთმა საუკეთესო გუნდმა, "გაგრამ" უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული ცხინვალის "სპარტაკი" ისტუმრა და 1:3 დამარცხდა.

37-ე წუთზე "გაგრას" ნიგერიელმა თავდამსხმელმა ოვონიკოკომ 11-მეტრიანი მოიპოვა და დარტყმაც თვითონ შეასრულა უზადოდ.

"სპარტაკმა" ანგარიში 44-ე წუთზე გაათანაბრა - უჩა ბურძენაძის პასით თორნიკე თუხარელმა იხეირა.

55-ე წუთზე ზვიად მეტრეველმა თემურ შონიას პასით წინ გაიყვანა "სპარტაკი", წერტილი კი ლაშა ჩაფიძემ დასვა მე-60 წუთზე, ვინც საგოლე გადაცემით მეტრეველმა დაასაჩუქრა.

"გაგრას" სასტარტო შემადგენლობა: ბეგაშვილი, ზ.ქარდავა. ბ.ქარდავა, ი.ფიფია, ფალავანდიშვილი, ჟიშკარიანი, ჭკუასელი, ჯერემია, ცაცწკრილაშვილი, ჯუღელი,
ოვონიკოკო.

"სპარტაკის" შემადგენლობა პირველ ტაიმში: ნადირაძე, შონია, ქურდაძე, მგელაძე, კ.ხიზანეიშვილი, თუხარელი, ბურძენაძე, კვეკვესკირი, თექთურმანიძე, დ.ნანიევი, ფანცხავა.

მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: ჭაფოძე, კაკაშვილი, ჩაფიძე, კემუხტაშვილი, მეტრეველი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
სიახლეები პოპულარული