ეს კი იმას ნიშნავს, რომ 25 წლის ფეხბურთელი კვლავ "ზესტაფონის" წევრად ითვლება.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ "ზესტაფონში" გაურკვევლობა იყო და, შესაბამისად, ხელფასები გვიანდებოდა. ფიფას წესებით კი, თუ კლუბი ფეხბურთელს ხელფასს არ უხდის, მოთამაშეს უფლება აქვს, გათავისუფლების ფურცელი მოითხოვოს, ანუ თავისუფალი აგენტი გახდეს.
გორგიაშვილს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 3 მატჩი აქვს ჩატარებული და სატრანსფეროდაც საკმაოდ საინტერესო ფეხბურთელია. ის ჯერ კიდევ მაშინ დაწინაურდა "ზესტაფონში",
ფეხბურთელთა სტატუსის კომიტეტის გადაწყვეტილების მიუხედავად, გორგიაშვილი მაინც არ გამოცხადებულა "ზესტაფონში".
ფეხბურთელის სამსახურებრივი მოვალეობა ვარჯიში და თამაშია, იურიდიულად ის ჯერაც "ზესტაფონის" ფეხბურთელია, მაგრამ ფაქტობრივად, კლუბსა და ფეხბურთელს შორის თანამშრომლობა შეწყვეტილია.
შევიტყვეთ, რომ გორგიაშვილი ფედერაციის სააპელაციო კომიტეტში აპირებს ბრძოლის გაგრძელებას და რადგან "ზესტაფონში" ჯერ არ დაბრუნებულა, დიდი შანსია, სწორედ აპელაციის გზას დაადგეს.
დასანანია, რომ ასეთი მონაცემების ფეხბურთელი უქმადაა. როგორც ჩანს, კლუბსა და ფეხბურთელს შორის უთანხმოების შემდეგ მოლაპარაკება არ ყოფილა და ყველაფერი იურიდიული პროცედურებით გადაწყდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
თორნიკე გორგიაშვილს აქვს შანსი, რომ ქართველი ბოსმანი გახდეს
თორნიკე გორგიაშვილი VS "ზესტაფონი" - საქმე უკვე წარმოებაშია
მე "ვბალეშჩიკობ" გორგიაშვილს რადგან, ხმა ამოიღო და თამამად თქვა ის რასაც სხვები ვერ ბედავენ.მე ზესტას შექმნის დღიდან ამ გუნდის გულშემატკივარი ვარ, ოღონდ ისეთი არა კოკაიას ფან-მონები რომ არიან. თორნიკე გორგიაშვილის აგენტი კი ნამდვილად ვიცი, რომ კოკაია არის თვითონ.
Tornike
შენ, რო წერ აგენტი ურევს ტვიინსო, ეტყობა არ იცი, რო კოკაიამ წელიწადზე მეტია ვითონ იტვირთა გორგიაშვილის აგენტის ფუნქცია.
წინა სტატიებს გადავხედე, თავართქილაძეს ზესტაფონი VS გორგიაშვილზე ექსკლუზივი აქვს მგონი :):):) მე გავასაჩივრებდი ფედერაციის გადაწყვეტილებას.