ვერდიქტი: თორნიკე გორგიაშვილი "ზესტაფონისგან" თავისუფალი არ არის!

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფეხბურთელთა სტატუსის კომიტეტმა განიხილა ნახევარმცველ თორნიკე გორგიაშვილის სარჩელი და ვერდიქტიც გამოიტანა - მოთხოვნა არ დაუკმაყოფილა.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ 25 წლის ფეხბურთელი კვლავ "ზესტაფონის" წევრად ითვლება.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ "ზესტაფონში" გაურკვევლობა იყო და, შესაბამისად, ხელფასები გვიანდებოდა. ფიფას წესებით კი, თუ კლუბი ფეხბურთელს ხელფასს არ უხდის, მოთამაშეს უფლება აქვს, გათავისუფლების ფურცელი მოითხოვოს, ანუ თავისუფალი აგენტი გახდეს.

გორგიაშვილს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 3 მატჩი აქვს ჩატარებული და სატრანსფეროდაც საკმაოდ საინტერესო ფეხბურთელია. ის ჯერ კიდევ მაშინ დაწინაურდა "ზესტაფონში",
როცა გუნდს გია გეგუჩაძე წვრთნიდა. მას მერე კი, რაც ფეროელთა მთავარი მწვრთნელი სერბი რატკო დოსტანიჩი გახდა, გორგიაშვილს ამ გუნდში არ უვარჯიშია.

ფეხბურთელთა სტატუსის კომიტეტის გადაწყვეტილების მიუხედავად, გორგიაშვილი მაინც არ გამოცხადებულა "ზესტაფონში".

ფეხბურთელის სამსახურებრივი მოვალეობა ვარჯიში და თამაშია, იურიდიულად ის ჯერაც "ზესტაფონის" ფეხბურთელია, მაგრამ ფაქტობრივად, კლუბსა და ფეხბურთელს შორის თანამშრომლობა შეწყვეტილია.

შევიტყვეთ, რომ გორგიაშვილი ფედერაციის სააპელაციო კომიტეტში აპირებს ბრძოლის გაგრძელებას და რადგან "ზესტაფონში" ჯერ არ დაბრუნებულა, დიდი შანსია, სწორედ აპელაციის გზას დაადგეს.

დასანანია, რომ ასეთი მონაცემების ფეხბურთელი უქმადაა. როგორც ჩანს, კლუბსა და ფეხბურთელს შორის უთანხმოების შემდეგ მოლაპარაკება არ ყოფილა და ყველაფერი იურიდიული პროცედურებით გადაწყდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

თორნიკე გორგიაშვილს აქვს შანსი, რომ ქართველი ბოსმანი გახდეს
თორნიკე გორგიაშვილი VS "ზესტაფონი" - საქმე უკვე წარმოებაშია
მკითხველის კომენტარები / 20 /
ფედერაციამ სარჩელი დაუკმაყოფილა გორგიაშვილსო, მართალია?
ლევანი
11:25 03-09-2013
0
TORNIKE – რატომაც არა, წინა სტატიებიც წავიკითხე 3 თვიანი დავალიანება ქონია კლუბს, არ ჯობია გაანთავისუფლონ ვალდებულებებისაგან, ვიდრე საბოლოოდ დამცირდეს კლუბი ამ ფაქტის გამო? იცი რა გამოდის, რომ ტრეფიკინგია, ამუშავებ და არ უხდი, მე გავუშვებდი და ბოდიშსაც მოვუხდიდი, არ არის ეს დასაძრახი ჩვენი მხრიდან ეს ბიჭი ამით არსებობს და პრობლემები არ უნდა შევუქმნათ
zestas fani
12:29 14-08-2013
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული