უმაღლესი ლიგა. III ტური: "ჩიხურამ" "ვიტ ჯორჯიას" სძლია, "მერანმა" "ზუგდიდს" მოუგო

AutoSharing Option
25 აგვისტოს საქართველოს ჩემპიონატის მესამე ტურის სამი მატჩის გაიმართა.

საჩხერის "ჩიხურა" "ვიტ ჯორჯიას" ესტუმრა და ანგარიშით 2:0 დაამარცხა. გატანილი გოლის ავტორები გიორგი დათუნაშვილი (43) და დიმიტრი ტატანაშვილი (67) გახდნენ.

მარტვილის "მერანმა" "ზუგდიდი"  მიიღო. მარტვილელები შოთა ბაბუნაშვილმა დააწინაურა. ლაშა კუჭუხიძემ 93-ე წუთზე უპირატესობა ორამდე გაზარდა. საბოლოოდ "მერანმა" ანგარიშით 2:0 გაიმარჯვა.

ბოლნისის "სიონისა" და ლანჩუთის "გურიას" შორის მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა. ბოლნისელები 45-ე წუთზე ჯაბა უგულავას გოლით დაწინაურდნენ, ხოლო 62-ე წუთზე გიორგი კახელიშვილმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 2:0.

რუსთავის "მეტალურგისა" და
"ზესტაფონს" შორის შეხვედრა 26 აგვისტოს გაიმართება.

ხოლო რაც შეეხება ტორპედო-დილასა და დინამო-სპარტაკის შეხვედრებს, ევროპის ლიგის პლეი ოფის მატჩების გამო ისინი მოგვიანებით ჩატარდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
კახელიშვილს არაფერი ეკუთვნის წიხლის დარტყმისთვის?????ნორმალურ ქვეყანაში კარგად დასჯიდნენ...
rezo
09:07 26-08-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული