საჩხერის "ჩიხურა" "ვიტ ჯორჯიას" ესტუმრა და ანგარიშით 2:0 დაამარცხა. გატანილი გოლის ავტორები გიორგი დათუნაშვილი (43) და დიმიტრი ტატანაშვილი (67) გახდნენ.
მარტვილის "მერანმა" "ზუგდიდი" მიიღო. მარტვილელები შოთა ბაბუნაშვილმა დააწინაურა. ლაშა კუჭუხიძემ 93-ე წუთზე უპირატესობა ორამდე გაზარდა. საბოლოოდ "მერანმა" ანგარიშით 2:0 გაიმარჯვა.
ბოლნისის "სიონისა" და ლანჩუთის "გურიას" შორის მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა. ბოლნისელები 45-ე წუთზე ჯაბა უგულავას გოლით დაწინაურდნენ, ხოლო 62-ე წუთზე გიორგი კახელიშვილმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 2:0.
რუსთავის "მეტალურგისა" და
ხოლო რაც შეეხება ტორპედო-დილასა და დინამო-სპარტაკის შეხვედრებს, ევროპის ლიგის პლეი ოფის მატჩების გამო ისინი მოგვიანებით ჩატარდება.