ვიტ ჯორჯია-დილა 0:2 - ვინ მართავს გორელთა გუნდს? [VIDEO]

AutoSharing Option
გორის "დილამ" მისი ყოფილი მწვრთნელის, გიორგი დევდარიანის ტაქტიკა გაიხსენა, სამი სტოპერით გამოვიდა თამაშზე და შეტევაში გრიგოლ დოლიძეც გაამწესა ირაკლი მოდებაძესთან ერთად.

"დილას" მთავარ მწვრთნელად ოქმში რამაზ სოღოლაშვილი ეწერა, ფეხბურთელებს კი მითითებებს ტრიბუნიდან სხვა აძლევდა. ასეა საქმე უმაღლესი ლიგის იმ გუნდში, რომელიც ცოტა ხნის წინ ევროპალიგის შესარჩევში თამაშობდა.

ვინ მართავს "დილას"? ვფიქრობ, ამ კითხვაზე პასუხი საინტერესო უნდა იყოს...

"დილას" უპირატესობა ჰქონდა გამოცდილებაში, გორელთა გუნდში სხვადასხვა დონეზე ნაცადი, კვალიფიციური ფეხბურთელები თამაშობენ და, შეიძლება ითქვას, სწორედ ამის ხარჯზე გაიმარჯვეს სტუმრებმა.

"ვიტ ჯორჯიამ" პირველ
წუთებში ხისტი და აგრესიული თამაში აირჩია, აშკარად იგრძნობოდა, რომ ზურაბ ბერიძის გუნდი სწრაფ გოლს ეშურებოდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შანსიც იყო: ნაკუთხურალი ბურთი შოთა დავლაშელიძეს მიუვიდა, შორეული ძელისკენ გაგზავნა და "დილა" ნუკრი რევიშვილმა იხსნა.

Sportall.Ge"დილამ" ერთი-ორჯერ სცადა შეტევაში დალაგებულად წასვლა და გოლსაც გამორჩა - გიორგი გურულმა მარცხნიდან ჩააწოდა, დასწრებაზე დოლიძემ ითამაშა კარგად და ახლოდან გადაგზავნა ბურთი კარში.

მასპინძლები არ შედრკნენ და ანგარიშის გათანაბრებასთან ახლოს იყვნენ. ელგუჯა ლობჯანიძემ კარგად იბრძოლა, მცველს აართვა ბურთი და კონტრშეტევაც გაიშალა - "დილას" საჯარიმოში შეჭრილი გიორგი ჯანელიძის დარტყმა რევიშვილმა მოიგერია. აქედან ცოტა ხანში ოთარ ჯავაშვილმა დაარტყა შორიდან და რევიშვილმა ბურთი კუთხურზე გადააგდო.

"ვიტ ჯორჯიას" კიდევ ჰქონდა შანსი - ლობჯანიძე და ნიკა სიჭინავა, ფაქტობრივად, მარტონი დარჩნენ რევიშვილთან, მაგრამ ბოლო მომენტში მამუკა კობახიძემ იყოჩაღა და შემტევებს ხელი შეუშალა.

ტაიმის მიწურულს კი უკვე "დილას" შეეძლო ანგარიშის გაზრდა, როცა უმეთვალყურეოდ დარჩენილი მოდებაძის დარტყმული კარში დანტე ჩალიგავამ არ შეუშვა.

შესვენების შემდეგ "ვიტ ჯორჯია" ისევ მონდომებული იყო, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. "დილა" პირველ ტაიმთან შედარებით უფრო თავდაჯერებული იყო, შეცდომებს თითქმის აღარ უშვებდა დაცვაში, კონტრშეტევაზე კი გამოიჭირა მოწინააღმდეგე და ანგარიშიც გაზარდა მოდებაძე-ალადაშვილი-ბოლქვაძე-მოდებაძის ჩინებული კომბინაციით - მოდებაძემ ახლოდან იხეირა.

"ვიტ ჯორჯია" მაინც არ დაცხრა, მაგრამ ის რესურსი არ გააჩნდა, რაც თამაშის შემობრუნებისთვის იყო საჭირო. გიორგი კორიფაძის კუთხურის შემდეგ შორეულ ძელთან მცველებისგან მიტოვებულ სიჭინავას შეეძლო თავურით ანგარიშის შემცირება, თუმცა სიზუსტემ უმტყუნა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ღონღაძე სად გაქრა?
PARFIUMER
13:53 28-10-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული