ტორპედო VS ჩიხურა - იმერული დერბი "საზიარო" არენაზე

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XI ტურის ბოლო მატჩი 4 ნოემბერს გაიმართება - ქუთაისის "ტორპედო" საჩხერის "ჩიხურას" უმასპინძლებს.

ამ "იმერულ დერბიში", ცოტა არ იყოს, ძნელი იქნება სტუმარ-მასპინძლის სტატუსის გარკვევა! მოგეხსენებათ, რომ საკუთარი სტადიონის მოუწესრიგებლობის გამო ამ სეზონში "ჩიხურა" საშინაო მატჩებს... ქუთაისში ატარებს!

მოკლედ, საჩხერელთა გუნდს, ფაქტობრივად, "შინაურ გარემოში" მოუწევს თამაში; თანაც სოსო ფრუიძის შეგირდებს მეტოქესთან შედარებით გარკვეული უპირატესობაც აქვთ: შუა კვირაში "ჩიხურას" ერთობ იოლი სათასო მატჩი ჰქონდა პირველლიგელ "ლოკომოტივთან", მაშინ, როცა "ტორპედომ" წინა კვირას ჯერ უმძიმესი შეხვედრა ჩაატარა სტუმრად
"დინამოსთან", შემდეგ კი არანაკლებ რთული და არანაკლებ დრამატული სათასო დაპირისპირება ჰქონდა "სპარტაკთან", სადაც ჟერარდ სარაგოსას შეგირდებმა პენალტების სერიაში იმარჯვეს.

და მთავარიც: ორშაბათის მატჩში ხომ ერთმანეთს მეორე და მესამე ადგილებზე მყოფი გუნდები ხვდებიან!

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული