ბოლნისის "სიონმა" "ზუგდიდს" მოუგო, "ვიტ ჯორჯიამ" - "მერანს"

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XV ტურის ორი მატჩი გაიმართა.

ბოლნისის "სიონმა" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე "ზუგდიდი" მიიღო და მორიგი სამი ქულა მოიპოვა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 63-ე წუთზე ლადო ახალაიამ გაიტანა.

სამტრედიაში წააგო მარტვილის "მერანმა", რომელმაც "ვიტ ჯორჯიას" უმასპინძლა - 1:2.

ანგარიში გიორგი კორიფაძემ მე-12 წუთზე გახსნა. მარტვილელებმა გათანაბრება მალევე შეძლეს - მე-20 წუთზე თავი ლაშა ღონღაძემ გამოიჩინა, თუმცა 76-ე წუთზე ნიკოლოზ მაისურაძემ მაინც გაიტანა და "ვეტერინარებს" სამი ქულა მოუტანა.

შეგახსენებთ, ტურის ორი მატჩი 4 დეკემბერს ჩატარდა,
კიდევ ორი შეხვედრა კი მოგვიანებით გაიმართება - თბილისის "დინამო" ლანჩხუთის "გურიას" უმასპინძლებს, ქუთაისის "ტორპედო" - ცხინვალის "სპარტაკს".

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

იხილეთ:
ზესტაფონი-ჩიხურა 1:1 - ძმამ ძმა არ დაინდო [VIDEO]
იხილეთ: მეტალურგი-დილა 0:0 - მერე რა, რომ სუსხია... [VIDEO]