სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე, ლანჩხუთის "გურიამ" ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლა.
მატჩის მე-7 წუთზე ალექსანდრე კოშკაძემ "გურია" დააწინაურა, ხოლო 71-ე წუთზე ალექსანდრე შენგელიამ "გურიას" უპირატესობა ორამდე გაზარდა. საბოლოოდ ლანჩხუთელებმა "ტორპედო" ანგარიშით 2:0 დაამარცხეს.
შეგახსენებთ, რომ უმაღლესი ლიგის მე-16 ტურის გადადებული მატჩი "ჩიხურა"-"მერანი" "მცხეთა პარკზე" გაიმართება.
სანამ დროა გადახედე შენს გადაწყვეტილებას, იქნებ დინამო მაინც გადარჩეს, თორე ყველა ხედავს აწი ტორპედოს აღარაფერი ეშველება.