ხარჯი გაიყოფა: ილია კოკაია "ზესტაფონში" ბრუნდება?

AutoSharing Option
30 დეკემბერს "ზესტაფონის" გულშემატკივრები ქალაქის გამგეობასთან შეიკრიბნენ და გამგებელ ტარიელ თუშარაშვილს შეხვდნენ.

ამ ყველაფრის მიზეზი "ზესტაფონის" მდგომარეობაა, რომლის პრეზიდენტი კლუბიდან წავიდა, თუმცა საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ "ზესტაფონს" ისევ ილია კოკაია უპატრონებს.

კლუბის ინფრასტრუქტურას სახელმწიფომ მიხედოს, დანარჩენ ხარჯებს ისევ მე ვუზრუნველვყოფ - დაახლოებით ასე იდგა საკითხი და, როგორც ჩანს, კონსენსუსი მიღწეული იქნება.

გუშინდელი შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ "ზესტაფონის" ინფრასტრუქტურულ ხარჯებზე გამგეობა იზრუნებს.

"გავითვალისწინეთ გულშემატკივრების თხოვნა და ის თანხა, რაც ინფრასტრუქტურული მომსახურების ხარჯების დაფარვას სჭირდება, გამოყოფილი იქნება ახალი წლიდან, დაახლოებით
300 000 ლარი. ასე რომ, ამ კუთხით პრობლემა არ იქნება",
- ასეთი განცხადება გაკეთდა ზესტაფონის გამგეობიდან.

რა თქმა უნდა, ეს სასიხარულო ამბავია "ზესტაფონის" გულშემატკივრებისთვის და, საერთოდ, საკლუბო ფეხბურთისთვის, რადგან საქმე გვაქვს იმ მაგალითთან, როცა საფეხბურთო კლუბის მფლობელი და სახელმწიფო ერთად იზრუნებენ კონკრეტულ კლუბზე.

ჯერ უცნობია, დაუბრუნდება თუ არა "ზესტაფონს" კოკაია, თუმცა ამის წინაპირობა უკვე არსებობს. ისიცაა, რომ "ზესტაფონი" ახალ ფეხბურთელებს იმატებს, უცხოურ შეკრებას გეგმავს და, დიდი ალბათობით, გუნდის მთავარ მწვრთნელ გია გეგუჩაძესა და მის სამწვრთნელო შტაბს კონტრაქტსაც გაუგრძელებს.

ვნახოთ, იქნებ თანამშრომლობის იგივე მოდელი სხვა კერძო კლუბებთან მიმართებაშიც ამოქმედდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სფფ-ის პასუხი ილია კოკაიას: ზვიად სიჭინავა დატოვებს თანამდებობას, თუ...
ილია კოკაია ზვიად სიჭინავას: ჩავრიცხავ 5 მილიონს და გადადექი!
მკითხველის კომენტარები / 2 /
კარგია. ეგრე უნდა იყოს. ეგრეა ბევრგან იტალიაში, საფრანგეთში და ა. შ.
ფეხბურთს სოცილური დატცვირთვაც აქვს და ლოგიკურია, რო რაიონმა იზრუნოს ფეხბურთზე.
მეორე მხრივ, კამერუნელი ლეგიონერების ხელფასი ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდეს.
dudu
14:16 31-12-2013
0
კლუბების გაერთიანებამ შედეგი გამოიღო და ყველას ეშველება, ის აზრი რომ სახელმწიფო არ უნდა აფინანსებდეს კლუბებს ამს თვითონ კერძო კლუბები ეწინააღმდეგებიან და თვითონაც იტხოვენ დახმარებს. გაერთიანებულიყავით თქვე დალოცვილებო რას ჭამდით ერმანეთს, ეხლა ხომ ყველამ თანხმობა განაცხადეთ დახმარებაზე. გეუბნებით რაა:)
puma
16:05 31-12-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული