დინამო მასიური გაქცევის წინ

AutoSharing Option
თბილისის "დინამოში" ყველა მოლოდინშია - კლუბის მმართველები, ფეხბურთელები, დიღმის ბაზის თანამშრომლები... გუნდის მეპატრონემ მასზე უარი თქვა, ახალი მეპატრონისთვის გადაგვილოციაო.

"ის დალოცვილი" კი არსად ჩანს… მერაბ ჟორდანიამ უარი თქვა, ილია კოკაიას აინტერესებდა, მაგრამ რაღაც აბრკოლებს, ჯოზეფ კეიზე აგორებული ხმები ტყუილი გამოდგა. ახალი თბილისური ჭორებით, გუნდის შეძენა ვლადიმერ გუცაევმა გადაწყვიტა. თუმცა ეს ხმებიც უსაფუძვლო გამოდგა.

პატარკაციშვილის ოჯახის განცხადების შემდეგ თბილისის "დინამოს" ფეხბურთელები მასობრივად აპირებენ კლუბის დატოვებას - გაურკვევლობა არავის ხიბლავს. ამ ყველაფერს საქართველოს ჩემპიონატში შექმნილი ურთულესი ვითარებაც ემატება და ერთ-ერთმა ფეხბურთელმა გვთხრა
კიდეც, სანამ პირველობა ჩაიშლება, დროზე უნდა გავიქცეო.

მათე ვაწაძის ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგაში" გადასვლა უკვე ცნობილი ფაქტია და ამ თემას აღარ დავუბრუნდებით.

ჩვენ სხვა ფეხბურთელების ტრანსფერებზე მოვიპოვეთ ინფორმაციები: ახლა ერთერთი ყველაზე მოთხოვნადი თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორიაა. როგორც შევიტყვეთ, სლოვენიის ნაკრებთან ჩინებულად ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ლაშა-გიორგის მიმართ ინტერესი მკვეთრად გაიზარდა და ბევრი ევროპული კლუბი გააქტიურდა. გიორგი კლუბის შეცვლას აპირებს და ამას არც თბილისის "დინამო" ეწინააღმდეგება. ლორიამ წასვლის სურვილი მხოლოდ ზოგადად დაგვიდასტურა, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, კარიერას სად და რომელ ქვეყანაში გააგრძელებს.

"დინამოს" შემტევ მოთამაშეებს, გიორგი თექთურმანიძესა და დონალდ ჯუსს ესპანურ ან ფრანგულ კლუბში მოხვედრის იმედი გაუჩნდათ. სხვათა შორის, ჯუსმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და მისი საქართველოს ნაკრებში გამოყენება შესაძლებელია. დასანანი კი ისაა, ეს ფაქტი მხედვლობიდან ყველას რომ გამორჩა - ბოლო დროს დონალდი საქართველოს ჩემპიონატში უხალისოდ თამაშობს, მაგრამ პრინციპულ შეხვედრებსა და ევროთასებზე მაინც იხარჯება და იმასაც ვერ ვიტყვით, რომ უსარგებლო ფეხბურთელია.

თბილისის "დინამოს" პარტნიორი მენეჯერისგან შევიტყვეთ, რომ მოლაპარაკება ფრანგული "ლიგა1"-ისა და პრიმერადივიზიონის კლუბებთან მიმდინარეობს და მისი შედეგები დეკემბერში გახდება ცნობილი.

იმედი არ უნდა გადავიწუროთ, ადრე თუ გვიან თბილისის "დინამოს" პატრონი გამოუჩნდება, მაგრამ თუ ეს დროულად არ მოხდა, კლუბი წლევანდელ სეზონს ჩააგდებს და ფეხბურთელები გაიქცევიან, ახალ მეპატრონეს მხოლოდ სახელი შერჩება ხელში, გულშემატკივრებს კი "დრიმ თიმის" აღორძინების ლოდინი დიდხანს მოუწევთ.

"დინამოს" კი მხოლოდ ხელფასის გამცემი პატრონი ვერ უშველის. ასეთი სხვა კლუბებისთვისაა შვებაა, "დინამო" (მოგვწონს ეს თუ არა) კი საქართველოში რიგით კლუბზე მეტია და მისგან ყოველთვის წარმატებას ველით.

საქართველოში მხოლოდ ბიძინა ივანიშვილია იმ მასშტაბის ბიზნესმენი, რომლის "დინამოში" მისვლაზე გულშემატკივრები ოცნებობენ, მაგრამ ეს ძნელი წარმოსადგენია. ბიზნესმენისა და საფეხბურთო სამყაროს რამდენიმე კონტაქტი იმით დასრულდა, რომ ფეხბურთზე გული აუცრუეს: ჯერ საჩხერის "ჩიხურას" აფინანსებდა და სოლიდური თანხების გაღების შემდეგ კლუბი უმაღლესი ლიგიდან გავარდა. მაშინ მას ვიღაცების კეთილსინდისიერებაში ეჭვი შეეპარა.

შემდეგ იყო შეხვედრა მმართველი საფეხბურთო ორგანიზაციის ადრინდელ წარმომადგენლებთან. მათ ივანიშვილს ფეხბურთის განვითარებისთვთვის 100 მილიონი ლარის გამოყოფა სთხოვეს, სიამოვნებით, ოღონდ ფულის გასაკონტროლებლად ვიცე-პრეზიდენტად ჩემიანი დანიშნეთო - იყო პასუხი. 100 მილიონის ნაცვლად, ივანიშვილმა ამ ელემენტარულ წინადადებაზე მოულოდნელად უარი მიიღო და ფედერაციასთან ურთიერთობა დაასრულა.

მორაგბეებმა გაცილებით მარტივად და გასაგებად მოახერხეს საკითხის მეცენატთან მიტანა და დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით რაგბის სტადიონების მშენებლობას სწორედ ივანიშვილი აფინანსებს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვისაც ფულის ჩადება უნდოდა ფეხბურტში ყველას წილები მოტხოვეს და იმიტომა ჩვენი მოედნები ყანას რო გავს
zaza
15:13 29-11-2010
0
ფუ მე ამათი როგორ შეიძლება 100 მილიონს დებდა კაცი და ფედერაციაში 1 კაცი არ დაუსვეს უხ ამათი მე დარჩა დინამო უპატრონოდ და ნაკრებზეც იმოქმედებს ეგ ამბავი ნაკრების 60% დინამოს გაზრდილია
qweeqw
13:10 29-11-2010
0

სიახლეები პოპულარული