მაგრამ მაშინ ზაზამ გუნდის დაკონკრეტება არ ისურვა. ახლა კი რუსთავის "მეტალურგის" გენერალურმა დირექტორმა ზაზა დოლიძემ გვითხრა, რომ დიდი სურვილი აქვს, ჯანაშია რუსთავურ კლუბში იხილოს.
საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილ თავდამსხმელს "ლელომ" მცირე ინტერვიუ ჩამოართვა:
- გუნდში მუშაობა ჯერ ოფიციალურად არ დამიწყია, მაგრამ ზაზა დოლიძე ჩემი მეგობარია და კარგად ვიცი, რომ მას და გუნდს ახლა გვერდში დგომა
ამ კაცს ფეხბურთი უზომოდ უყვარს და ყველაფერს აკეთებს, რომ მწირი ფინანსების მიუხედავად, "მეტალურგი" ქართული ფეხბურთის ლიდერებში იყოს.
- წლეულს "მეტალურგს" სულ რაღაც 554 ათასი ლარით აფინანსებენ. თქვენი აზრით, ამ სახსრებით ღირებული გუნდის ჩამოყალიბება შესაძლებელია?
- უცებ გამდიდრებული არც კაცი მინახავს და არც კლუბი. მიმაჩნია, რომ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს. ცუდია, რომ დღეს ქართული ფეხბურთით არავინ ინტერესდება - არც სახელმწიფო და არც ბიზნესი, მაგრამ მთავარია, ამ მწირი ფულითაც საქმე გაკეთდეს, ნელ-ნელა კლუბი განვითარდეს და ფული მერე აუცილებლად გამოჩნდება.
- გუნდში რა როლში შეიძლება გიხილოთ?
- ჯერ ამაზე ვერაფერს გეტყვით. ოფიციალურად ვიქნები თუ არა კლუბში, ამასაც არ აქვს მნიშვნელობა.
- თანამშრომლობაზე ლაპარაკი როდიდან დაიწყო?
- საქართველოში დაბრუნებულმა გადავწყვიტე, რომ არსად აღარ წავიდოდი და აქ ვიმუშავებდი. მერე "მეტალურგის" რამდენიმე შეხვედრას დავესწარი, მათ შორის - "დინამოსთან" და გუნდის თამაში მომეწონა. ვნახოთ, რა და როგორ იქნება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ზაზა ჯანაშია: ეს ისტორია ბევრმა არც იცის...
ზაზა ჯანაშია: ნამატჩევს, რესტორანში "მერსედესის" გასაღები დამიგდო მაგიდაზე...