სხვათა შორის, ”ლელოს" შაბათის ნომერში ასეთ შესაძლებლობაზე უკვე ვწერდით: ”კიდევ ერთი ჭორი რუსთავის "ოლიმპში" ქვემო ქართლის გუბერნატორის დავით კირკიტაძის დაბრუნებას უკავშირდება. კაცი საგუბერნიო საქმეებზე არანაკლებად საფეხბურთო კლუბებზე ("ოლიმპი" და "სიონი") ზრუნავდა. თუმცა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან "ოლიმპის" გამოვარდნის შემდეგ გუნდზე გული აიცრუა და რუსთავის სტადიონზე მხოლოდ დუბლების მატჩებზე დადის, უმაღლესლიგელთაგან კი ქუთაისის "ტორპედოსა" და "ვიტ ჯორჯიას" შეხვედრას დაესწრო.
ხმები, თითქოს ”ოლიმპის" ვიცე-პრეზიდენტი ზურაბ ჯაფარიძე ტოვებს და
გავიდა ორი დღე და ჩვენი ინფორმაცია მაინც გამართლდა - ჯაფარიძე კლუბის ვიცე-პრეზიდენტი აღარაა. თუმცა გაურკვეველია წავიდა თუ გაუშვეს - კლუბში გვითხრეს, რომ თავად გადადგა, მეორე წყარო კი ამტკიცებს, თითქოს კლუბის მეპატრონე ჯოზეფ ქეიმ გაათავისუფლა.
გუშინ კლუბში ოფიციალურ განმარტებებს არ აკეთებდნენ, მაგრამ ვიცე-პრეზიდენტის გადადგომა დაგვიდასტურეს.
ჯაფარიძის ნაცვლად ”ოლიმპს" დროებით მმართველი დირექტორი ბადრი ქარქაშაძე გაუძღვება - სხვათა შორის, ასე იყო ”ოლიმპის" დაარსების დროსაც, როდესაც ჯაფარიძე კლუბს ოფიციალურად ვერ ეხმარებოდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
lcco twofz [URL=http://www.beccasex.com - online sex movies[/URL - chtkin e zh i tio
snwn bithu [URL=http://www.pornstars234.com - porn stars[/URL - choyku j xv n jkr