შეხვედრა ზესტაფონელთა საწვრთნელ ბაზაზე ჩატარდა.
გია გეგუჩაძემ "ზესტაფონი" ასეთი შემადგენლობით ათამაშა:
მიგინეიშვილი (კუპატაძე, 46), თორნიკე გრიგალაშვილი (ღონღაძე, 46), თედორე გრიგალაშვილი (ზ. ჭელიძე, 46), ფერეირა (გურული, 46), გაგოშიძე, აჯურუ (კუხიანიძე, 46), ენდელაძე (შარიქაძე, 46), სარდალიშვილი (ჭანკოტაძე, 46), მიქაძე (დოლიძე, 46), ფანცულაია (კაკუშაძე, 46), კაპანაძე (ტატანაშვილი, 46).
"მერანის" ახალმა თავკაცმა ზურაბ იონანიძემ კი მარგველებს ეს ფეხბურთელები დაუპირისპირა:
მამალაძე (ბეგაშვილი, 46), მელიავა (ბენაშვილი, 46), გაბუნია (ფოცხვერაშვილი, 60),
პირველი გოლი მე-17 წუთზე გავიდა - თორნიკე კაპანაძემ თავურით შეაგდო. მეორე გოლი "მერანის" საჯარიმოში ჩაწოდებას მოჰყვა - მარტვილელთა ერთ-ერთმა მცველმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. "მერანს" მესამე გოლი ზაზა ჭელიძემ გაუტანა 77-ე წუთზე, შეხვედრის ბოლო ბურთი კი მერანელმა გაგა ჩხეტიანმა შეაგდო მე-80 წუთზე.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"