"უკვე ორშაბათიდან "დინამოს" ახალი პატრონი ეყოლება. იგივე ითქმის "სამტრედიასთან" მიმართებაში, ანუ, ფაქტობრივად, საკითხი იქაც გადაწყვეტის ფაზაშია. როგორც სპონსორი მივიდა ქუთაისში და როგორც გადაწყდა ფოთში... ჩემპიონატს ჩაშლა არ ემუქრება" - განაცხადა სიჭინავამ. "ლელოს" კითხვაზე მან დაკონკრეტება და დეტალების გამხელა არ ისურვა. სავარაუდოდ, სფფ-ს პრეზიდენტმა ფოთთან დაკავშირებით პორტთან გაფორმებული ხელშეკრულება იგულისხმა, რომელიც აქამდე არ შესრულებულა, რამაც "კოლხეთის" ფაქტობრივი დაშლა გამოიწვია.
რა ხდება სამტრედიაში? რა
"დაპირებასაც კი არავინ გვაძლევს. ნამდვილად არ ვიცი, ასე გაგრძელება როგორ შეიძლება? ამის შედეგი ის იქნება, რომ ეს გუნდი არ იარსებებს, ამ შემადგენლობას ვგულისხმობ. ალბათ, დუბლებით თუ გააგრძელებენ და სამტრედიაშიც წააგებს გუნდი 0:8-ს... მერე გვიანი იქნება. დაპირება ხომ მაინც უნდა იყოს? სამომავლო გეგმა, რას ვაპირებთ, რისი იმედი გვაქვს? არც არაფრის!" - ეს "სამტრედიას" მთავარმა მწვრთნელმა გელა სანაიამ გვითხრა.
გუშინ მისმა კლუბმა ამ წლის ბოლო საშინაო შეხვედრა გამართა. ნამატჩევს ქომაგები მას მადლობას უხდიდნენ და იმედს გამოთქვამდნენ, რომ მალე ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. იმედია, სფფ-ის პრეზიდენტის მიერ ნახსენები მოლაპარაკებაც კარგად დასრულდება და იმერული კლუბი სახელმწიფო პატრონაჟით სეზონს ღირსეულად გააგრძელებს. გუშინდელი ვიზიტისას, ზვიად სიჭინავამ კლუბებისთვის სახელმწიფო დახმარების შესაძლებლობაც არ გამორიცხა, მეტიც, დაადასტურა, რომ ამ საკითხზე მთავრობის ეკონომიკურ და საფინანსო სტრუქტურებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
თომა ჩალაძე
სამტრედიიდან